ჩედერი (cheddar) — ინგლისური ყველის სახეობა. სახელი ეწოდა პირველწარმოების ადგილის მიხედვით — სოფ. ჩედერი, სომერსეტის საგრაფო, ინგლისი. ყველის კონსისტენცია პლასტიურია, სპილოსძვლის ან მოყვითალო ფერით. ხშირად წარმოების პროცესში მას ბუნებრივ საღებავს — ანატოს — უმატებენ. ჩედერს თხილისებური, ოდნავ მომწარო-მომჟავო გემო აქვს.

ჩედერის ყველი
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჩედერი&oldid=37149“-დან