ჩეკა (რუს. ЧК — чрезвычайная комиссия; საგანგებო კომისია) — პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური. დაარსდა 1917 წლის 20 დეკემბერს ლენინის განკარგულებით. მის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი. 1922 წელს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადა.

ჩეკა-კაგებეს სიმბოლო

ტრადიციულად ჩეკას პირველ საბჭოთა საიდუმლო პოლიციას უწოდებდნენ, თუმცა მის ფუნქციასა და მოქმედებაში რაიმე საიდუმლო არ ყოფილა და უფრო რევოლუციური ტრიბუნალის დამხმარე ორგანოდ მოიაზრებოდა.

რესურსები ინტერნეტში

oc:Checa

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჩეკა&oldid=24579“-დან