ჩილეს დროშა
ჩილეს სახელმწიფო დროშა — ჩილეს ეროვნული სიმბოლო, შედგება ორი თანაბარი ზომის ლენტისგან, თეთრი (მაღლა) და წითელი (დაბლა). ასევე თეთრ ლენტზე, მარცხენა კუთხეში მდებარეობს ლურჯი კვადრატი, შიგნით, ცენტრში გამოსახული თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავით.
ჩილეს დროშა | |
---|---|
ჩილე | |
ფაილი:Flag of Chile.svg | |
მიღებულია | 1817 წლის 18 ოქტომბერს |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
დროშის ქვედა ნახევარი უკავია ჰორიზონტალურ წითელ ზოლს, ზედა ნახევარი კი 1:2 პროპორციითა განაწილებული ლურჯ კვადრატსა (რომელშიც თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული) და თეთრ ჰორიზონტალურ ზოლს შორის. |
ვარსკვლავი წარმოადგენს პროგრესისა და დიდების სიმბოლოს, ლურჯი ფერი სიმბოლოა ცისა და წყნარი ოკეანისა, თეთრი ფერი - თოვლით დაფარული ანდებისა და წითელი ფერი - ჩილეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას დაღვრილი სისხლისა.
ეპიკური პოემა „ლა-არაუკანას“ მიხედვით, ამ ფერებისგან შედგებოდა მაპუჩეს ტომის დროშა არაუკოს ომისას.
ყოველი წლის 9 ივლისს, ჩილეში აღინიშნება „დროშის დღე“, 1882 წლის ლა-კონსეპსიონის ბრძოლაში დაღუპული 77 ჯარისკაცის პატივსაცემად.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სუვერენული სახელმწიფოები დამოკიდებული |