ცოცხანასებრნი
ცოცხანასებრნი (ლათ. Verbenaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ბუჩქები, ლიანები და ხეებია.
100-მდე გვარის 2600-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში გვხვდება 3 გვარის 5 სახეობა. ზოგი ცოცხანა სამკურნალო და სანელებელია, ზოგი დეკორატიული. ლიპია ეთეროვანი ზეთების შემცველია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 242.