ცრულარიქსი
ცრულარიქსი (ლათ. Pseudolarix) — წიწვოვანი ხეების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობა (Pseudolarix amabilis) მაღალი ხეა. ფართო კონუსისებური ვარჯი აქვს. წიწვები გრძელ ყლორტებზე განლაგებულია სპირალურად, შემოკლებულ ყლორტებზე კი ჯგუფურად. გავრცრლებულია აღმოსავლეთ ჩინეთის მთებში 900-1200 მეტრზე. ღია ყავისფერი, მსუბუქი მერქანი აქვს. ცრულარიქსი დეკორატიული მცენარეა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 243.