ცხავათის ეკლესია
ცხავათის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავათში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფლიდან ჩრდილოეთით ხუთიოდე კმ-ზე, ადგილ ვაკიჯვარში მდებარე მცირე დარბაზული, სწორკუთხასაკურთხევლიანი ეკლესია, დასავლეთიდან მინაშენებითაა გართულებული. ძეგლი ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზის გადახურვა ჩაქცეულია. საკურთხევლის სამივე კედელში თითო პატარა ნიშაა. დასავლეთ კედელში გაჭრილია კარი, რომელიც მინაშენს უკავშირდება. კარის ზემოთ არქიტრავული სარკმელია. ასეთივე სარკმელია საკურთხეველში. მინაშენი უფრო დაბალია. მინაშენის გადახურვა კამაროვანია. კედლებში პატარა თაროებია გამოღებული. დაახლოებით ერთ მეტრის სიმაღლის გალავანი კარგადაა შემონახული; მას ოვალური მოხაზულობა აქვს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 240. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.