წედისის ხვედელას ეკლესია
წედისის ხვედელას ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში. მდებარეობს სოფელში, საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,4 X 4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით, გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. აფსიდში, სხვადასხვა სიმაღლეზე, სწორკუთხა ნიშებია. ორი — ჩრდილოეთ მხარეს, ერთი — სამხრეთით. ერთი სარკმელი დასავლეთ კედლის შუაშიცაა. დარბაზის კამარა წყვილ კრონშტეინზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს. ჩრდილოეთით, სარკმლის გასწვრივ დიდი ნიშია (სამსხვერპლო?).
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1990. — გვ. 121.