წითიხოხი
წითიხოხი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედზე, მწვერვალ სუათისის დასავლეთით, მდინარე სუათისის (თერგის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3905 მ. ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე ეშვება მყინვარი წითი. აგებულია იურული ფიქლებითა და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნებით. დამახასიათებელია ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტი.
წითიხოხი | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() რუსეთის დროშა რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3905 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ამგებელი ქანები | ფიქალი და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ლიტერატურა
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 322.