წყლის წიწმატი
წყლის წიწმატი (ლათ. Nasturtium officinale) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები და წვრილი თეთრი ყვავილები აქვს.
იზრდება დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ აზიაში, კავკასიასა (მათ შორის თითქმის მთელ საქართველოში) და შუა აზიაში, მდინარეებისა და არხების ნაპირებზე, ზღვის სანაპიროზე, ჭაობებში. ნორჩ ყლორტებსა და ფოთლებს (ზოგჯერ თესლსაც) სანელებლად იყენებენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 370.