ხანჟონკოვის სახლი
ხანჟონკოვის სახლი (რუს. Дом Ханжонкова) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].
ხანჟონკოვის სახლი რუს. Дом Ханжонкова | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის ბოლო |
![]() |
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 36.
ისტორია
ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში ბერძნების ქუჩა 38-ში ააშენეს XIX საუკუნის ბოლოს. ცნობილია სახლის ყველა ძველი მფლობელი. მისი პირველი მფლობელი იყო თავადი მიხეილ პავლეს ძე ხანჟონკოვი. ხანჟონკოვები დონში საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან. ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი დაკავებული იყვნენ სამხედრო საქმიანობით. თითქმის ყველა სამხედრო წოდებას ფლობდნენ: ესაული (კაპიტანი), ასისთავი, პოდპოლკოვნიკი, პოლკოვნიკი, გენერალი. 1895 წლის 14 აპრილს 26 წლის კანცელარიის მუშაკი მიხეილ პავლეს ძე ხანჟოკოვი და 18 წლის, ტაგანროგელი ვაჭრის შვილი, ეკატერინე მიხეილის ასული სოკოლოვა დაქორწინდნენ. 1910-იან წლებში სახლი მიყიდეს კაზაკ ევგენია ხოვანსკაიას. ოქტომბრის რევოლუციიდან მოყოლებული 1925 წლამდე სახლი ეკუთვნოდა ვ. ჩერევკოვს.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. ამჟამად ეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია.
არქიტექტურა
ტაგანროგში, ბერძნების ქუჩა ნომერ 36-ში მდებარე ერთსართულიანი აგურის სახლი ყურადღებას იქცევს დეკორის ასიმეტრიულობით. შენობას გააჩნია ოთხფერდა სახურავი და ხუთი ფანჯარა ფასადზე. სახლში შესასვლელი მის მარცხენა ნაწილშია. სახლის ფასადი გვერდითა კედლებისაგან გასხვავებით შელესილია. შეღებილია ნაცრისფრად, გარკვეული არქიტექტურული ელემენტები კი - თეთრად[2].
ლიტერატურა
- Гаврюшкин О. П. По старой Греческой... (Хроника обывательской жизни). — Таганрог: Лукоморье, 2003. — 514 с. — ISBN 5-901565-15-0
რესურსები ინტერნეტში
- Таганрог. Греческая улица, 36 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ ЖИЛОЙ ДОМ. КОМПЛЕКС ЗАСТРОЙКИ УЛИЦЫ.[მკვდარი ბმული]
- ↑ Глазычев В. Л. Архитектура. Энциклопедия. — М.: Дизайн. Информация. Картография; Астрель; АСТ, 2002. — 672 с. — ISBN 5-17-005418-1.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted