Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ხოსე მარია კალეხონ ბუენო (ესპ. José María Callejón Bueno; 11 თებერვალი 1987, მოტრილი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ნახევარმცველი/ დაიბადა 1987 წლის 11 თებერვალს, მოტრილში (გრანადა).

ადრეული წლები

კალეხონი, სანამ „რეალ მადრიდ-ც“-ში დაიწყება თამაშს, ესპანეთის 16- წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა. „რეალის" მესამე გუნდში 2006-07 წლებში მან 3 თამაში ჩაატარა. ერთი სეზონის შემდეგ კი „რეალ მადრიდ კასტილიაში“ განაგრძო თამაში. ესპანეთის 21- წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2008 წლის 25 მარტს ჰქონდა, სადაც ყაზახ თანატოლებს გოლი გაუტანა. 2007-08 წლებში, როდესაც „კასტილიას“ ღირსებას იცავდა, ის „სეგუნდა ბ-ს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21 გატანილი გოლით

„რეალმა“ კალეხონი „ესპანიოლში“ 2008 წლის ზაფხულში გაასხვისა. პრიმერას პირველ დივიზიონში ესპანელმა სადებიუტო მატჩი 3 სექტემბერს „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ჩაატარა. თავდაპირველად, კალეხონი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ სისწრაფისა და მოხერხებულობის ხარჯზე, მას შედარებით უკან, ნახევარდაცვაში მიუჩინეს ადგილი.

რესურსები ინტერნეტში