ხოსე პროტასიო რისალ-მერკადო ი ალონსო-რეალონდა (ესპ. José Protasio Rizal Mercado y Alonso Realonda; დ. 19 ივნისი 1861 — გ. 30 დეკემბერი 1896) — ფილიპინელი განმანათლებელი და მეცნიერი, ესპანურენოვანი პოეტი და მწერალი, პოლიგლოტი, მხატვარი და სკულპტორი. წარმოშობით იყო ტაგალურ-ჩინური ოჯახიდან[1]. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხალხების აღორძინებისა და ფილიპინების ნაციონალიზმის იდეოლოგი. მარსელო დელ პილართან ერთად ფილპინების ესპანურ ნაწილში რეფორმატორული მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, მოძრაობისა რომელმაც მოამზადა ფილიპინების რევოლუცია. რისალის ბიოგრაფები მას „მალაიელი ხალხის სიამაყეს“ და „პირველ ფილიპინელს“ უწოდებენ.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

მიღებული ჰქონდა კარგი განათლება. იცოდა 20-ზე მეტი ენა. იგი თვლიდა, რომ მრავალეროვანი ფილიპნელი ხალხი ჯერ კიდევ არ იყო მზად დამოუკიდებლობისათვის, რადგან კოლონიზატორებმა მასებში დანერგეს ფსიქოლოგიური მონობა, აუცილებელი იყო სწორედ აქედან დაწყებულიყო გათავისუფლება. ხოსე რისალი თვლიდა, რომ მონის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რევოლუციონერების სწრაფი გამარჯვების შემთხვევაში ისინი ტირანებად იქცეოდნენ „რა საჭიროა დამოუკიდებლობა, თუკი დღევანდელი მონა ხვალ გადაიქცევა ტირანდ?“[2]. მოგვიანებით ფილიპინების რევოლუციის მძიმე ბრძოლებმა დაადასტურა მწერლის წინასწარმეტყველური ნააზრევი[3].

ხოსე რისალის სიკვდილით დასჯის შემდეგ იგი გახდა სახალხო გმირი და ფილიპინების რევოლუციის გმირი.

ბიოგრაფია

ხოსე რისალი დაიბადა 1861 წლის 19 ივნისს ფრანსისკო მერკადო რისალისა და თეოდორა ალონსოს ოჯახში, ლაგუნის პროვინციის ქალაქ კალამბაში. მას ჰყავდა ცხრა და და ერთი ძმა. იგი ვუნდერკინდი იყო. სამი წლის ასაკში შეისწავლა ანბანი, ხოლო 5 წლის ასაკში კითხულობდა და წერდა[4]. უნივერსიტეტში შესვლის შემდეგ მან მეორე დონის გვარი აირჩია, რათა მისი სახელისა და გვარის გაგონებისას არ ასოცირებულიყო თავის ძმასთან, რომელსაც ცუდი რეპუტაცია ჰქონდა[5].

დაწყებითი განათლების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო ანტონეო-დე-მანილის უნივერსიტეტში აგრარულ ფაკულტეტზე. ამავე დროს იგი ისმენდა სან-ტომასის უნივერსიტეტის კურსს სამართალში[6]. როდესა მან გაიგო რომ დედამისი ნელ-ნელა ბრმავდებოდა იგი ამავე უნივერსიტეტის მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტზე გადავიდა და შეისწავლა ოფთალმოლოგია.

1882 წელს მშობლებთნ შეუთანხმებლად გაემგზავრა ესპანეთში, სადაც მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში შეისწავლა მედიცინა. ასევე ისმენდა ლექციებს მედიცინის შესახებ პარიზისა და ჰეიდელბერგის უნივერსიტეტებში. ბერლინში იგი გახდა ბერლინის ეთნოლოგთა ასოციაციის და ბერლინის ანთროპოლოგიური ასოციაციის წევრი.

ხოსე რისალი იყო პოლიგლოტი, თავისუფლად შეეძლო ესაუბრა 10 ენაზე. კერძოდ, ესპანურად, ფრანგულად, ლათინურად, ბერძნულად, გერმანულად, პორტუგალიურად, იტალიურად, ინგლისურად, დანიურად და იაპონურად. თავისუფლად თარგმნიდა არაბულიდან, შვედურიდან, რუსულიდან, ჩინურიდან, ებრაულიდან და სანსკრიტიდან.

1888 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ესპანეთში ფილიპინელთა რეფორმატორულ მოძრაობაში. ამავე წელს იმოგზაურა იაპონიასა და აშშ-ში.

1892 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩამოაყალიბა სამოქალაქო მოძრაობა ფილიპინური ლიგა და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1896 წელს კაპიტუნანის მიერ დაწყებული აჯანყება გადაიზარდა ფილიპინების რევოლუციაში. ხოსე რისალი გაემგზავრა კუბაზე მოხალისე ექიმად, ესპანელების დასახმარებლად ყვითელი ცხელების წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი დააპატიმრეს კუბაში მიმავალი ესპანეთში, ბარსელონაში 1896 წლის 6 ოქტომბერს. იგი დააბრუნეს მანილაში კატიპუნანის წევრებთან კავშირის ბრალდებით. მთელი გზის მანძილზე მას არ ჰყოლია მუდმივი დაცვა, შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. სამხედრო ტრიბუნალმა რისალი დაადანაშაულა აჯანყების მცდელობაში და შეთქმულებთან კავშირში და მიუსაჯეს დახვრეტა. განაჩენი შეასრულეს 1896 წლის 30 დეკემბერს.

სქოლიო

  1. Остин Крейг. «Происхождение, жизнь и труды Хосе Рисаля»
  2. José Rizal (2007). The Reign of Greed. Echo Library, გვ. 231. ISBN 978-1-4068-3936-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  3. ხოსე რისალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-21. ციტირების თარიღი: 2015-02-21.
  4. Kallie Szczepanski. Jose Rizal Biography – National Hero of the Philippines. About.com Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-12. ციტირების თარიღი: 2016-11-20.
  5. Vicente L. Rafael On Rizal's El Filibusterismo, University of Washington, Dept. of History.
  6. Parco de Castro, M. E. G.. Jose Rizal: A birthday wish list. The Varsitarian. ციტირების თარიღი: June 27, 2011.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted