ჯავა პროგრამირების ენის სინტაქსი
Java პროგრამირების ენის სინტაქსი მნიშვნელოვნად წააგავს C++ სინტაქს. თუმცა Java აგებულია როგორც ექსკლუზიურად ობიექტურად ორიენტირებული ენა.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/fe/Java_keywords_highlighted.png)
ძირითადი წყარო Java პროგრამირების ენის აგებულების შესახებ არის Java პროგრამირების ენის სპეციფიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით[1].
მომავალი და დამუშავებაში მყოფი დეტალების შესახენ ინფორმაცია შეიძლება მოძიებულ იქნას The Java Community Process (Java საჯარო პროცესი) ვებ-გვერდიდან[2].
ლექსიკური აგებულება
Unicode
პროგრამა Java-ზე იწერება Unicode-ის სიმბოლოებით. Unicode-ის განვითარების შესაბამისად Java-ში მხარდაჭერილი Unicode-ის ვერსიაც იცვლებოდა[3].
გარდა პირდაპირი შეყვანისა, ნებისმიერი Unicode სიმბოლოს ჩასაწერად, Java-ში გამოიყენება შემდეგი აგებულება \uxxxx
(UnicodeEscape), სადაც xxxx
აღნიშნავს შესაბამისი სიმბოლოს Unicode კოდს თექვსმეტობით აღრიცხვის სისტემაში. ასე, მაგალითად, ქართული ასო ანი Java-ზე ჩაიწერება როგორც \u10D0
[4].
კომენტარები
Java-ში გამოიყენება ორი სახის კომენტარი.
<source lang="java"> // კომენტარი რომელიც ორი დახრილი ხაზით იწყება. ეს კომენტარი ხაზის ბოლომდეა მოქმედი.
/* კომენტარი, რომელიც იწყება დახრილი ხაზის და ვარსკლავის სიმბოლოთი, და ბოლოვდება ვარსკლავის და დახრილი ხაზით სიმბოლოთი. ეს კომენტარი შეიძლება რამდენიმე ხაზს მოიცავდეს.
- /
</source>
საკვანძო სიტყვა
საკვანძო სიტყვა განისაზღვრება როგორც ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან.
საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი
|
იდენტიფიკატორი
იდენტიფიკატორი განისაზღვრება როგორც ნებისმიერი სიგრძის Unicode სიმბოლოების მიმდევრობა (გარდა თეთრი სივრცის სიმბოლოსი[5]), რომელიც იწყება Java ასოთი და შემდეგ გრძელდება Java ასოთი ან Java ციფრით. Java ასო განისაზღვრება როგორც Character.isJavaIdentifierStart(int)
.....
წყაროები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted