ჯანსუღ კახიძე
ჯანსუღ კახიძე (დ. 26 მაისი, 1935, ობჩა, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი — გ. 7 მარტი, 2002, თბილისი) — ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985).
ჯანსუღ კახიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯანსუღ კახიძე, უჩა ჯაფარიძის ნამუშევარი (1979) | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი |
აქტიური | 1957–2002 |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1935 წლის 26 მაისს , ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში, მეღვინე ივანე კახიძის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958–1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962–1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965–1968 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971–1973 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად. აქ 1972 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კონოფილმებისათვის, („შერეკილები“, გიორგი ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“ ბიძინა კვერნაძესთან ერთად). კახიძის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული“, დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, იოზეფ ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის „ანცი შაირები“, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, თორაძის მე-2 სიმფონია და სხვა). საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.
მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. კახიძე დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. აღსანიშნავია, რომ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება. გარდაიცვალა 2002 წელს.
ფილმოგრაფია
კომპოზიტორი
- 1974 — შერეკილები (გია ყანჩელთან ერთად.)
- 1974 — საზამთრო (ანიმაციური ფილმი)
- 1974 — რა-ნი-ნა (ანიმაციური ფილმი)
- 1974 — ნიძლავი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)
- 1975 — პირველი მერცხალი
- 1975 — ვალსი მთაწმინდაზე (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)
- 1976 — თერმომეტრი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)
- 1976 — სამი მანეთი (მოკლემეტრაჟიანი ფილმი)
- 1976 — ივანიკა და სიმონიკა
- 1976 — გასეირნება თბილისში
- 1977 — სამანიშვილის დედინაცვალი (გია ყანჩელთან ერთად.)
- 1977 — რაჭა, ჩემო სიყვარულო ( სვეტოზარ სტრაჩინასთან ერთად.)
- 1978 — დათა თუთაშხია (ბიძინა კვერნაძესთან ერთად.)
- 1978 — ყვარყვარე
- 1980 — თბილისი, პარიზი, თბილისი
- 1981 — გამოაღეთ ფანჯრები
- 1982 — სიბრძნის კარავი
- 1982 — ყველა კომეტა როდი ქრება
- 1984 — ამბავი სურამის ციხისა
- 1993 — ექსპრეს-ინფორმაცია (ვახტანგ კახიძესთან ერთად.)
- 1994 — იავნანა
ხმა
კინო როლი
- 1970 — იყო შაშვი მგალობელი — დირიჟორი
- 1996 — ყაჩაღები. თავი VII — დირიჟორი
ჯილდოები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1978)
- საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985)
- რუსთაველის პრემია (1977)
- სახელმწიფო პრემია
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი (1958)
- ღირსების ორდენი (1995)
რესურსები ინტერნეტში
- ჯანსუღ კახიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯანსუღ კახიძის ბიოგრაფია, კახიძის მუსიკალური ცენტრი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 452.