ჯირღულის ეკლესია
ჯირღულის ეკლესია — ეკლესია სოფელ ჯირღულში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
ეკლესია აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ტიპის ეკლესია სრულიად დანგრეულია. აღმოსავლეთით აქვს შვერილი, ნახავარწრიული აფსიდი. კედლები ზოგან შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებია ფლეთილი და თლილი კვადრებით.
ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.