ჯოდელ ფერლანდი
ჯოდელ მაიკა ფერლანდი (ინგლ. Jodelle Micah Ferland; დ. 9 ოქტომბერი, 1994, ნანაიმო, კანადა) — კანადელი კინომსახიობი.
ჯოდელ ფერლანდი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯოდელ ფერლანდი 2016 წელს. | |
დაბადების სახელი | ჯოდელ მაიკა ფერლანდი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1996–დღემდე |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
ჯოდელ ფერლანდი დაიბადა კანადის ქალაქ ნანაიმოში.[1] ჰყავს და — მარიშა ფერლანდი და ძმა — ჯერემი ფერლანდი, პირველი, დის მსგავსად მსახიობია, ხოლო მეორე, მუსიკოსი.[1] იგი ავსტრიელი, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობისაა.[2] 4 წლიდან იღებდნენ სარეკლამო კომპანიებში, სადაც საერთო ჯამში დაახლოებით 20-მდე ფირმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის იყო „Coca-Cola“, „Mattel“ და ასევე რამდენიმე სატელევიზიო სერიალი („სმოლვილის საიდუმლოებები“, „ბნელეთის ანგელოზი“ და სხვა).
ჯოდელ ფერლანდმა პატარა ასაკშივე გაითქვა სახელი და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად რამდენიმე წელი სერიალებში თამაშობდა, შემდეგ მისი დებიუტი შედგა ფილმში „ქალთევზა“, სადაც განასახიერა დესის სახე. ამ როლისთვის მიენიჭა ემის პრემია და ამით ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ნომიმანტი გახდა.
აღსანიშნავია, ასევე მისი როლი ფილმში „მოქცევათა ქვეყანა“ (2005), სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯეფრი ბრიჯესმა. ერთი წლის შემდეგ ითამაშა საშინელებათა ფილმში „საილენტ-ჰილი“. მისი ერთ-ერთი ბოლო კინოროლებია: „ლილით სალივანი“ (ფილმი „საქმე N39“; პარტნიორი რენე ზელვეგერი), „ბრი ტანერი“ (ფილმი „ბინდის საგა: დაბნელება“), „პეიშნს ბაკნერი“ (ფილმი „ქოხი ტყეში“), „ჯენი“ (ფილმი „მაღალი კაცი“) და სხვა.
ფილმოგრაფია
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2000 | ტფ | ქალთევზა | Mermaid | დესი |
2002 | ფ | ისინი | They | სარა |
2002 | ტფ | კერი | Carrie | პატარა კერი |
2005 | ფ | მოქცევათა ქვეყანა | Tideland | ჯელიზა როუზი |
2006 | ფ | საილენტ ჰილი | Silent Hill | შერონ და სილვა |
2007 | ფ | სიდი | Seed | ემილი ბიშოპი |
2007 | ფ | წარმატებები, ჩაკ! | Good Luck Chuck! | ლილა კარპენტერი |
2007 | ფ | წარგზავნილები | The Messengers | მაიკლ როლინსი |
2008 | ფ | საოცარი სამყარო | Wonderful World | სანდრა |
2008 | ტფ | სელინი | Céline | ახალგაზრდა სელინი |
2010 | ფ | საქმე N39 | Case 39 | ლილიტ სალივანი |
2010 | ფ | ბინდის საგა: დაბნელება | Twilight Saga: Eclipse | ბრი ტანერი |
2011 | ფ | გოგოების ჩხუბი | Girl Fight | ჰელი მაკლინი |
2012 | ფ | მაღალი კაცი | The Tall Man | ჯენი |
2012 | ფ | ქოხი ტყეში | The Cabin in the Woods | პატიენს ბუკნერი |
2012 | ფ | ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2 | The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 | ბრი ტანერი |
2012 | ფ | მარტო სახლში 5: სადღესასწაულო ძარცვა | Home Alone: The Holiday Heist | ალექსის ბაქსტერი |
2016 | ფ | ჩემი ქალიშვილის სირცხვილი | My Daughter's Disgrace | ოდრი |
რესურსები ინტერნეტში
- ჯოდელ ფერლანდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Twitter-ზეLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Jodelle Ferland Biography (1994-). Filmreference.com (1994-10-09). ციტირების თარიღი: 2011-04-08.
- ↑ A Jodelle Ferland interview. Twilight-movie.org (2009-09-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-08. ციტირების თარიღი: 2011-04-08.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted