ჯოვანი ლორენცო ბერნინი

ჯოვანი ლორენცო ბერნინი (იტალ. Gian Lorenzo Bernini; დ. 7 დეკემბერი, 1598, ნეაპოლი — გ. 28 ნოემბერი, 1680, რომი) — იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე და ფერმწერი. იტალიური ბაროკოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის შემოქმედებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბაროკოს დამკვიდრებასა და განვითარებაში.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაიბადა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაიცვალა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სწავლობდა თავის მამასთან, პიეტრო ბერნინისთან. იყო რომის პაპების სასახლის კარის მთავარი არქიტექტორი და მოქანდაკე. ბერნინმა წმინდა პეტრეს ტაძრის ინტერიერში ააგო გრეხილი სვეტებით, სკულპტურული ფიგურებითა და დეკორატიული ელემენტებით შემკული გიგანტური ბრინჯაოს გავალაკით (1624-1633), რითაც შექმნა ტაძრის ინტერიერის ცენტრი. აგრეთვე, ე. წ. „წმინდა პეტრეს კათედრა“ — დეკორატიული კომპოზიცია, რომელშიც შერწყმულია ქანდაკებები და ხუროთმოძღვრული ელემენტები; ბერნინის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ნამუშევარია წმინდა პეტრეს ტაძრის გრანდიოზული მოედანი (1657-1666), ბაროკოს ხანის ერთ-ერთი შესანიშნავი არქიტექტურული ანსამბლი რომში. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია აგრეთვე სანტ-ანდრეა ალ კვირინალეს ეკლესია, ნავონას მოედანი „ოთხი მდინარის შადრევნით“ (1648-1651); მონაწილეობდა სხვა მოედნებისა და რომის რამდენიმე სასახლის აგებაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ბერნინი, როგორც მოქანდაკე. სხვადასხვა მასალის ოსტატური შეხამებითა და ვირტუოზული დამუშავებით იგი ძლიერ ეფექტს აღწევდა. ადრინდელი ნამუშევრებია: „დავითი“, რომლის მკვეთრად გამოსახული გარეგნული დინამიკა დიდად განასხვავებს მას აღორძინების ხანის ქანდაკებებისაგან, „აპოლონი და დაფნე“; შემდეგ ქმნის ღრმა ფსიქოლოგიური განწყობილებით აღბეჭდილ სკულპტურულ პორტრეტებს. გვიანდელ პორტრეტულ ნამუშევრებში ძლიერდება შინაგანი პათეტიკა, იმპოზანტურობა. ბერნინის სახელგანთქმული ქმნილებაა „წმინდა ტერეზას საკურთხეველი“ (1645-1652) — ბაროკოს დინამიკური ხუროთმოძღვრული ფორმებით დამუშავებული სამლოცველო, რომლის მთავარი კედლის ცენტრში მოთავსებულია სკულპტურული ჯგუფი — „წმინდა ტერეზას ექსტაზი“. ბერნინიმ შექმნა ალეგორიული ფიგურებით შემკული ბაროკოს ტიპის აკლდამა (პაპი ურბან VIII-ის საფლავი რომის წმინდა პეტრეს ტაძარში, ბრინჯაო და ფერადი მარმარილო, 1639-1646 წლები). ბერნინიმ თავისი შემოქმედების გრანდიოზულობით, ჩანაფიქრის სითამამით, ბრწყინვალე ოსტატობით უდიდესი გავლენა მოახდინა მთელი ევროპის XVII-XVIII საუკუნეების ხელოვნებაზე.

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted