ჰაბლის კანონი
ჰაბლის კანონი — ედუინ ჰაბლის მიერ დადგენილი ემპირული კანონზომიერება, რომლის მიხედვით გალაქტიკების სპექტრების წითელი წანაცვლება ამ ობიექტამდე მანძილის პროპორციულია[1]. ეს კანონი პირველად გამოიყვანა ჯორჯ ლემეტრმა 1927 წელს[2]. ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებიდან. ედუინ ჰაბლმა ის ემპირიულად გამოიყვანა 1929 წელს [3] დაკვირვებიდან ახლო ხანებში. სხეულთა დაცილების სიჩქარეზე მიანიშნებდა მათი წითელი წანაცვლება, რაც ვესტო სლიფერის (1917) ადრეული გაზომვებით მის მიერვე იყო დაკავშირებული სიჩქარესთან.[4] ეს მიიჩნევა გაფართოებადი სივრცის პარადიგმის პირველ საბაზისო დაკვირვებად და დღეს გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმობილი საბუთი დიდი აფეთქების მოდელში.
ჰაბლის კანონს ხშირად აღწერენ ტოლობით v = H0D, სადაც H0 არის პროპორციულობის კოეფიციენტი (ჰაბლის მუდმივა) გალაქტიკის მანძილსა D და მის სიჩქარეს v შორის. SI სისტემაში H0-ის ერთეულია წმ−1, მაგრამ ყველაზე ხშირად გამოიყენება (კმ/წმ)/მგპს, რაც გვაძლევს ერთი მეგაპარსეკით დაშორებული გალაქტიკის სიჩქარეს კმ/წმ ერთეულებში.
თანამედროვე გაზომვებით 2010 წელს განსაზღვრული პროპორციულობის მუდმივა, რაც ეყრდნობა ჰაბლის სივრცული ტელესკოპის მიერ გრავიტაციული ლინზების გაზომვებს იძლევა: H0=70.6 ± 3.1 (კმ/წმ)/მგპს [5]. 2009 წელს აგრეთვე ჰაბლის სივრცული ტელესკოპის გამოყენებით გაწომილი იყო H0=74.2 ± 3.6 (კმ/წმ)/მგპს [6]. შედეგები თანხმობაშია ადრეულ გაზომვებთანაც, რომლის თანახმად H0=72 ± 8 (კმ/წმ)/მგპს რაც განსაზღვრული იყო აგრეთვე ჰაბლის სივრცული ტელესკოპის მიერ 2001 წელს [7]. 2006 წლის აგვისტოში ნაკლებად ზუსტი გაზომვები ჩატარდა დამოუკიდებლად ნასას ჩანდრა რენტგენის სხივების ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით: H0=77 (კმ/წმ)/მგპს ან დაახლოებით 2.5x10−10 წმ−1 განუზრვრელობით ± 15% [8]. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ნასა ასკვნის, რომ მუდმივაა 70.8 ± 1.6 (კმ/წმ)/მგპს თუ ვივარაუდებთ, რომ სივრცე ბრტყელია ან 70.8 ± 4.0 (კმ/წმ)/მგპს სახვა შემთხვევაში [9].
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 584.
სქოლიო
- ↑ (2001) რედ. Peter Coles: Routledge Critical Dictionary of the New Cosmology. Routledge, გვ. 202. ISBN 0203164571Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted translated by A. S. Eddington Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Hubble, Edwin, "A Relation between Distance and Radial Velocity among Extra-Galactic Nebulae" (1929) Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America, Volume 15, Issue 3, pp. 168-173 (Full article Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, PDF)
- ↑ Malcolm S Longair (2006). The Cosmic Century. Cambridge University Press, გვ. 109. ISBN 0521474361Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ↑ S. H. Suyu, P. J. Marshall, M. W. Auger, S. Hilbert, R. D. Blandford, L. V. E. Koopmans, C. D. Fassnacht and T. Treu. Dissecting the Gravitational Lens B1608+656. II. Precision Measurements of the Hubble Constant, Spatial Curvature, and the Dark Energy Equation of State. The Astrophysical Journal, 2010; 711 (1): 201 DOI: 10.1088/0004-637X/711/1/201
- ↑ Refined Hubble Constant Narrows Possible Explanations for Dark Energy (2009-05-09). ციტირების თარიღი: 2009-05-09.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Chandra Confirms the Hubble Constant (2006-08-08). ციტირების თარიღი: 2007-03-07.
- ↑ WMAP's Universe. NASA.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted