ჰაუარდი (ინგლ. Howard Island) — კუნძული არაფურის ზღვაში, ჩრდილოეთ ტერიტორიაში, ავსტრალია. შედის უესელის კუნძულების ჯგუფში. მისი ფართობი შეადგენს 280 კმ²-ს.

ჰაუარდი
მშობ. სახელი: ინგლ. Howard Island
გეოგრაფია
მდებარეობა არაფურის ზღვა
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 280 კმ²
სიგრძე 38 კმ
სიგანე 12 კმ
სანაპიროს სიგრძე 106 კმ
ჩრდილოეთი ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 0 (2011)

გეოგრაფია

ჰაუარდი წარმოადგენს პატარა წაგრძელებულ კუნძულს, რომელიც გამოყოფილია არნემ-ლენდის ნახევარკუნძულიდან ვიწრო სრუტით, რომლის სიგანეა არაუმეტეს 2 კმ. გარს აკრავს არაფურის ზღვის წყლები. მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კუნძული ბანიანი, ჩრდილო-ამოსავლეთით — კუნძული ელკო და სხვა კუნძულები უესელის კუნძულების ჯგუფიდან.[1] მისი ფართობი შეადგენს 280 კმ²-ს. სანაპირო ზოლის სიგრძე — 106 კმ-ია.[2] კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 38 კმ-ს, სიგანე — 12 კმ-მდეა.

მოსახლეობა

კუნძული ჰაუარდი დაუსახლებელია,[2] ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი, გალივინკუ, მდებარეობს 5 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეზობელ კუნძულ ელკოზე. მანძილი ჩრდილოეთ ტერიტორიის დედაქალაქ დარვინამდე — დაახლოებით 475 კმ-ია დასავლეთისკენ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Arnhem Coast Master Plan. Northen Territory Goverment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-16. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2009.
  2. 2.0 2.1 Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2009.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted