ჰოვგორდენი (შვედ. Hovgården) — სავარაუდო ადგილმდებარეობა შუა საუკუნეების სვეების მმართველის სასახლისა კუნძულ ადელსიოზე (მელარენის ტბა შვედეთში).

ბირკა და ჰოვგორდენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ფაილი:The ruins of Alsnö hus, Adelsö.JPG
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 555
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

არ არის გამორიცხული, რომ მეზობელ კუნძულ ბიორკიოზე შვედეთის უდიდესი ბაზარი ყოფილიყო განლაგებული, რომელიც ლათინ ავტორებს ბირკის სახელით აქვთ მოსხენიებული, და კონუნგს თავისი ჰოვგარდენის სიმაგრიდან ედევნებინა ბაზრისთვის თვალყური.

ფაილი:U 11, Adelsö (imposing).jpg
ჰაკონის ქვა, 1070

XX საუკუნის დამდეგს შვედმა არქეოლოგებმა გახსნეს 124 სამარხი და ორი ე.წ. სამეფო ყორღანი, რაც ჰოვგორდენში მეფის მამულის არსებობას შეიძლება მიუთითებდეს IX საუკუნის დასაწყისიდან XI საუკუნის შუახანებამდე, ანუ მაშინაც კი, როდესაც ბიორკიოს ბაზარს ყველანაირი მნიშვნელობა ჰქონდა უკვე დაკარგული.

XIII საუკუნეში მაგნუს III-მ ჰოვგორდენში აგურის სასახლე ააგო, რომელიც არ შემორჩენილა. სიძველის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია არქეოლოგიური აღმოჩენების ზონიდან ოდნავ მოშორებული XII საუკუნის ეკლესია. აქვეა ჰოვგარდენის რუნიკული ქვა ნომრით U 11 იგივე ჰაკონ წითურის ქვა, რაც დაახლოებით XI საუკუნით თარიღდება.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ესკიზის შექმნის შეცდომა: მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 555
ინგლ.რუს.ფრ.