ჰუმბოლდტის პიკი
ჰუმბოლდტის პიკი (ესპ. Pico Humboldt) — მწვერვალი ვენესუელაში, მერიდის შტატის ტერიტორიაზე. ბოლივარის პიკის შემდეგ, სიმაღლით მეორე მწვერვალია ვენესუელაში. სიმაღლე 4940 მ. მდებარეობს სიერა-ნევადა-დე-მერიდის ქედზე. ჰუმბოლდტისა და მის მეზობლად მდებარე ბონპლანის პიკს, ირგვლის მდებარე პარამოსებით იცავს სიერა-ნევადის ეროვნული პარკი. მწვერვალს სახელი ეწოდა ცნობილი გერმანელი ბუნებისმეტყველის ალექსანდერ ჰუმბოლდტის პატივსაცემად. გარშემორტყმულია აღმოსავლეთ კორომოტოსა და სიევერსის მყინვარებით. ჰუმბოლდტის პიკზე არსებულმა მყინვარებმა ფართობის შემცირება განიცადეს 1970-იან წლებში.
ჰუმბოლდტის პიკი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ჰუმბოლდტის პიკი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ვენესუელის დროშა ვენესუელა |
სიმაღლე | 4940 მ |
ქედი | სიერა-ნევადა-დე-მერიდა |
პირველი ასვლა | 1911 წელს |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- Jahn A, Observaciones glaciológicas de los Andes venezolanos. Cult. Venez. 1925, 64:265-80