AC/DC (ინგლ. შემოკლება alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი) — ავსტრალიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1973 წელს ძმების, მალკოლმ და ანგუს იანგების მიერ, რომლებიც რჩებოდნენ ჯგუფის მუდმივ წევრებად 2014 წელს მალკოლმის წასვლამდე.[1] ჯგუფს, როგორც წესი, მძიმე ან ბლუზ-როკ კოლექტივს უწოდებენ [2], მაგრამ ისინი აგრეთვე ითვლებიან მძიმე მეტალის პიონერებად და ხოლმე მითითებულები არიან ამ ჟანრის წამრომადგენლებშიც.[3] თუმცა, თავად ისინი საკუთარ მუსიკას ყოველთვის როკ-ენ-როლს უწოდებდნენ. დღეისთვის AC/DC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი როკ-ჯგუფია.

AC/DC
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
AC/DC-ს გამოსვლა 2009 წლის 31 აგვისტოს ტაკომაში: (მარცხნიდან) ბრაიან ჯონსონი, მალკოლმ იანგი, ფილ რადი, ანგუს იანგი და კლიფ უილიამსი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წარმოშობა სიდნეი, ავსტრალია
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, ბლუზ-როკი, მძიმე მეტალი, როკ-ენ-როლი
აქტიური 1973–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Albert, EMI, Columbia, Epic, Atlantic, Atco, Elektra, East West
წევრები ბრაიან ჯონსონი
ანგუს იანგი
კლიფ უილიამსი
ფილ რადი
სტივი იანგი
ყოფილი წევრები მალკოლმ იანგი
ბონ სკოტი
საიმონ რაიტი
კრის სლეიდი
მარკ ევანზი
დეივ ევანზი
(სრული სია)
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

პირველი ალბომის High Voltage, 1975 წლის 17 თებერვალს გამოცემამდე ჯგუფის შემადგენლობა რამდენიმეჯერ შეიცვალა. წევრობა სტაბილური იყო, თუმცა 1977 წელს, ალბომის Powerage ჩაწერისას მარკ ევანზს ჩაენაცვლა კლიფ უილიამსი. ალბომ Highway to Hell-ის ჩაწერიდან რამდენიმე თვეში, 1980 წლის 19 თებერვალს, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო დაიღუპა წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების თანაავტორი ბონ სკოტი. ჯგუფი დაშლას აპირებდა, მაგრამ სკოტის მშობლების მხარდაჭერით, განაგრძო არსებობდა და ეძებდა ახალ ვოკალისტს.[4] ჯგუფ Geordie-ს ყოფილი ვოკალისტი ბრაიან ჯონსონი AC/DC-ის შეუერთდა. იმავე წლის ბოლოს გამოვიდა ახალი სტუდიური ალბომი Back in Black, მიძღვნა სკოტისადმი. მან ჯგუფი წარმატების ახალ მწვერვალზე აიყვანა და იქცა მის ყველაზე დროის ბესტსელერად, გაიყიდა რა გამოცემის პირველი კვირის ერთ დღეს 10.000 ასლის სახით.

ჯგუფის შემდეგი ალბომი, For Those About to Rock We Salute You იყო პირველი, რომელიც აშშ-ში პირველ პოზიციაზე მოხვდა. კოლექტივის პოპულარობამ იკლო, როდესაც დრამერი ფილ რადი 1983 წელს ჯგუფიდან წავიდა. მას ჩაენაცვლა დიოს საიმონ რაიტი. ჯგუფი 1990-იანებში გამოცოცხლდა ალბომით The Razors Edge. 1994 წელს ფილ რადი დაბრუნდა ჯგუფში და ჩაენაცვლა კრის სლეიდს, რომელიც უკრავდა 1989-1994 წლებში. იგი მონაწილეობდა 1995 წლის Ballbreaker-ის ჩაწერაში. ამის შემდეგ ჯგუფის შემადგენლობა არ შეცვლილა. 2000 წელს გამოვიდა Stiff Upper Lip, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, შემდეგ კი - ჯგუფის დღეისთვის უკანასკნელი სტუდიური ალბომი Black Ice, 2008 წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი ალბომი. ალბომის For Those About to Rock შემდეგ ეს იყო AC/DC-ის ყველაზე დიდი წარმატება ჩარტში და საბოლოოდ მოხვდა მსოფლიოს ყველა წამყვანი ჩარტის პირველ პოზიციებზე.[5]

AC/DC-ის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 200 მილიონზე მეტი ალბომი, მათ შორის 71.5 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში. ამით იგი აშშ-ში რიგით მე-10 ყველაზე და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ჯგუფია.[6][7][8] Back in Black მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 50 მილიონი ასლის სახით გაიყიდა, იქცა რა შემსრულებლის მიერ ყველა დროის მეხუთე და რომელიმე ჯგუფის მიერ მესამე ყველაზე გაყიდვად ალბომად. იგი მხოლო აშშ-ში 22 მილიონი ასლის სახით გაიყიდა და იქცა ამ ქვეყანაში ყველა დროის რიგით მეექვსე ყველაზე გაყიდვად ალბომად.[9] AC/DC მოხვდა მეოთხე პოზიციაზე VH1-ის „მძიმე როკის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში [10][11] და MTV-ის მიერ დასახელებული იქნა „ყველა დროის უდიდეს მძიმე მეტალ ჯგუფად.“ [12] 2004 წელს იგი Rolling Stone-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში“ 72-ე პოზიციას იკავებდა.[13] პროდიუსერმა რიკ რუბინმა, რომელმაც ჟურნალის ამ სიისთვის ჯგუფის შესახებ ესე დაწერა, AC/DC-ის უწოდა „ყველა დროის უდიდესი როკ-ენ-როლ ჯგუფი.“ [13] 2010 წელს AC/DC VH1-ის „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის“ სიაში 23-ე ადგილს იკავებდა.[14]

ისტორია

დაარსება და სახელი

ჯგუფის შექმნა ძმებმა, მალკოლმ და ანგუს იანგებმა გადაწყვიტეს. ანგუსი 5 წლიდან დაინტერესებულია გიტარაზე დაკვრით. ანგუსის უფროსმა ძმამ ცუდად იცოდა გიტარაზე დაკვრა და რაც იცოდა, ანგუსს გაუზიარა. ამის შემდეგ ანგუსმა გიტარის სწავლა დამოუკიდებლად განაგრძო - ის ფაქტობრივად, თვითნასწავლი გიტარისტია. მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება შვილი გიტარის შემსწავლელ კურსებზე ეტარებინა, რადგან ოჯახში ცხრა და–ძმა იყო. ოჯახს თავის გატანაც კი უჭირდა, ანგუსისთვის ახალი გიტარის ყიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ანგუსს პატარაობიდანვე მუსიკა იზიდავდა, ხოლო მალკოლმი სპორტით იყო დაინტერესებული და ანგუსს დასცინოდა კიდეც მისი მუსიკალური ინტერესების გამო. თუმცა მან საბოლოოდ სპორტს მუსიკა არჩია და ანგუსს გიტარაზე დაკვრის სწავლა სთხოვა. 15 წლის ანგუსი, მაშინ უკვე უკრავდა როკ კლუბებში, წარმატებულ ჯგუფებთან ერთად.

ძმებმა პირველი ჯგუფი 1968 წელს შექმნეს. თუმცა ამ ჯგუფმა სახელიც და წევრებიც შეიცვალა, უცვლელი მხოლოდ ძმები იანგები დარჩნენ და 1973 წელს საბოლოოდ გამოვიდნენ AC/DC-ს სახელით.

იანგების ერთ-ერთი და მკერავი იყო. ანგუსმა მის საკერავ მანქანაზე დაინახა წარწერა AC/DC. მისი მნიშვნელობა ინგლისურად არის alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი.

ჯგუფის წევრები

<timeline> ImageSize = width:1000 height:auto barincrement:25 PlotArea = left:100 bottom:100 top:05 right:05 Alignbars = justify DateFormat = dd/mm/yyyy Period = from:01/11/1973 till:05/02/2025 TimeAxis = orientation:horizontal format:yyyy Legend = orientation:vertical position:bottom columns:3 ScaleMajor = increment:2 start:1974 ScaleMinor = increment:2 start:1975

Colors =

 id:vocals  value:red        legend:წამყვანი_ვოკალი
 id:lguitar value:teal      legend:წამყვანი_გიტარა
 id:rguitar value:green       legend:რიტმული_გიტარა
 id:bass    value:blue       legend:ბასი
 id:drums   value:orange     legend:დას._საკრავები
 id:bvocals value:pink       legend:ბეკ-_ვოკალი
 id:studio  value:black      legend:სტუდიური_ალბომები
 id:live    value:gray(0.7)  legend:საკონცერტო_ჩანაწერები
 id:bars    value:gray(0.95)

BackgroundColors = bars:bars

BarData =

 bar:Dave    text:"დეივ ევანსი"
 bar:Bon     text:"ბონ სკოტი"
 bar:Brian   text:"ბრაიან ჯონსონი"
 bar:Axl     text:"ექსლ როუზი"
 bar:Angus   text:"ანგუს იანგი"
 bar:Malcolm text:"მალკოლმ იანგი"
 bar:Stevie  text:"სტივი იანგი"
 bar:Larry   text:"ლარი ვან კრიდტი"
 bar:Neil    text:"ნილ სმითი"
 bar:Rob     text:"რობ ბეილი"
 bar:George  text:"ჯორჯ იანგი"
 bar:Paul    text:"პოლ მეტერსი"
 bar:Bruce   text:"ბრიუს ჰაუ"
 bar:Mark    text:"მარკ ევანსი"
 bar:Cliff   text:"კლიფ უილიამსი"
 bar:Colin   text:"კოლინ ბერჯესი"
 bar:Ron     text:"რონ კარპენტერი"
 bar:Russell text:"რასელ კოულმენი"
 bar:Noel    text:"ნოელ ტეილორი"
 bar:Peter   text:"პიტერ კლეკი"
 bar:John    text:"ჯონ პრაუდი"
 bar:Tony    text:"ტონი კარენტი"
 bar:Phil    text:"ფილ რადი"
 bar:Simon   text:"საიმონ რაიტი"
 bar:Chris   text:"კრის სლეიდი"

PlotData =

 width:11
 color:vocals
 bar:Dave    from:start      till:31/08/1974
 bar:Bon     from:01/09/1974 till:19/02/1980
 bar:Brian   from:01/04/1980 till:15/04/2016
 bar:Axl     from:16/04/2016 till:end
 color:lguitar
 bar:Angus   from:start      till:end
 color:rguitar
 bar:Malcolm from:start      till:23/09/2014
 bar:Stevie  from:23/09/2014 till:end
 color:bass
 bar:Larry   from:start      till:31/01/1974 
 bar:Neil    from:01/02/1974 till:31/03/1974
 bar:Rob     from:01/04/1974 till:31/10/1974
 bar:George  from:01/11/1974 till:29/11/1974
 bar:Rob     from:30/11/1974 till:09/01/1975
 bar:Larry   from:10/01/1975 till:24/01/1975
 bar:George  from:25/01/1975 till:15/02/1975
 bar:Paul    from:01/03/1975 till:14/03/1975
 bar:Bruce   from:15/03/1975 till:29/03/1975
 bar:Mark    from:30/03/1975 till:31/05/1977
 bar:Cliff   from:01/06/1977 till:20/09/2016
 color:drums
 bar:Colin   from:start      till:31/01/1974
 bar:Ron     from:01/02/1974 till:09/02/1974
 bar:Russell from:10/02/1974 till:19/02/1974
 bar:Noel    from:20/02/1974 till:31/03/1974
 bar:Peter   from:01/04/1974 till:09/11/1974
 bar:John    from:10/11/1974 till:19/11/1974
 bar:Tony    from:20/11/1974 till:29/11/1974
 bar:Peter   from:30/11/1974 till:09/01/1975
 bar:Phil    from:10/01/1975 till:03/04/1983
 bar:Simon   from:01/07/1983 till:31/10/1989
 bar:Chris   from:01/11/1989 till:30/06/1994
 bar:Phil    from:01/07/1994 till:07/02/2015
 bar:Chris   from:07/02/2015 till:end
 color:bvocals width:3
 bar:Angus   from:start      till:end
 bar:Malcolm from:start      till:23/09/2014
 bar:Stevie  from:23/09/2014 till:end
 bar:Cliff   from:01/06/1977 till:20/09/2016

LineData =

 color:live layer: back
 at:30/04/1978
 at:09/12/1979
 at:17/08/1991
 at:10/07/1996
 at:14/06/2001
 at:04/12/2009
 color:studio layer:back
 at:17/02/1975
 at:01/12/1975
 at:30/04/1976
 at:20/09/1976
 at:21/03/1977
 at:25/07/1977
 at:05/05/1978
 at:27/07/1979
 at:25/07/1980
 at:23/11/1981
 at:15/08/1983
 at:28/06/1985
 at:18/01/1988
 at:24/09/1990
 at:26/09/1995
 at:28/02/2000
 at:17/10/2008
 at:28/11/2014

</timeline>

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

ფაილი:Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. AC/DC ‘ROCK OR BUST’. Alberts Management. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 24 September 2014.
  2. Petridis, Alexis. (27 October 2008) Things really must be bad – AC/DC are No 1 again. Guardian.
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Wall, Mick (2012). AC/DC: Hell Aint a Bad Place to Be. London: Orion Publishing group. ISBN 978-1-4091-1535-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  5. AC/DC Completes Recording New Album. Blabbermouth.net (22 April 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 22 April 2008.
  6. Top Selling Artists. Recording Industry Association of America. ციტირების თარიღი: 2 August 2008.
  7. Moran, Jonathon. (7 February 2010) Gen Y Pop Princess Taylor Swift vs Baby Boom Rockers AC/DC. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 2013-01-09.
  8. Reporter, The Age. (6 February 2010) AC/DC ham it up. The Age. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
  9. Top 100 Albums. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 2 August 2008.
  10. 100 Greatest artists of hard rock. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 2 August 2008.
  11. Rock On The Net: VH1: 100 Greatest Hard Rock Artists: 1–50.
  12. The Greatest Metal Bands of All Time. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 2 August 2008.
  13. 13.0 13.1 The Greatest Artists of All Time: 72 – AC/DC. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 11 November 2010.
  14. The Greatest Artists of All Time. VH1/Stereogum. ციტირების თარიღი: 19 September 2011.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=AC/DC&oldid=37226“-დან