Black Sabbath (ალბომი)
Black Sabbath | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Bsabbalbum1.jpeg | |||||||||||||||||||||||||||
studio — | |||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 13 თებერვალი, 1970 | ||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | 20 ივლისი, 1969 – 8 იანვარი 1970, რიჯენტ სტრიტის სტუდია | ||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | მძიმე მეტალი | ||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | ||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი | Vertigo, Warner Bros. | ||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | როჯერ ბეინი | ||||||||||||||||||||||||||
Black Sabbath — ქრონოლოგია | |||||||||||||||||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". Black Sabbath — ინგლისური როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1970 წლის 13 თებერვალს (ალბომის გამოსვლა სიმბოლურად დაამთხვიეს პარასკევს). დღესდღეობით ის ითვლება ერთ-ერთ პირველ ალბომად მძიმე მეტალის ჟანრში. ჩაწერა1969 წლის აგვისტოში Earth-ის სახელით ცნობილი ჯგუფი Black Sabbath-ად გადაკეთდა. ამავე დროს მათ ჩაწერეს კომპოზიციის Black Sabbath დემო-ვერსია. 1969 წლის დეკემბერში გამოიცა სინგლი Evil Woman, ხოლო 1970 წლის იანვარში ჩაიწერა შვიდი კომპოზიცია მომავალი სტუდიური ალბომისთვის. ყველა სიმღერა ჩაწერილია ერთი დუბლით. მთლიანობაში, დისკის ჩაწერამ 3 დღე დაიკავა. ტონი აიომი იხსენებს: „ჩვენ გვეგონა, რომ ორ დღეში ჩავწერთ, ხოლო ერთ დღეს ხმის მიქსს დავუთმობთ. ამიტომაც ყველაფერს ცოცხლად ვუკრავდით. ოზი ცოცხლად ადებდა საკუთარ ვოკალს, უბრალოდ ცალკე კაბინაში იჯდა. მეორედ არც ერთი კომპოზიცია არ ჩაგვიწერია“. მუსიკა და ლირიკამუსიკალურად და ტექსტების მხრივ ალბომი თავისი დროისათვის საკმაოდ ბნელი იყო. პირველი კომპოზიცია, ნელი ტემპის და უხეში, ბნელი განწყობიის გამო საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. ზოგიერთი სიმღერის ტექსტი, მაგალითად, N.I.B., დაწერილია ისე, თითქოს მათ ლუციფერი წარმოთქვამს. ოკულტური ლირიკა რამდენიმე სხვა სიმღერაშიც გამოიყენება. ამასთან, Warning და Evil Woman არის ცნობილი ბლუზ-სიმღერების ქავერ-ვერსიები. ყდაგარეკანზე გამოსახულია მდინარე თემზაზე მდგარი წყლის წისქვილი, ოქსფორდშირის საგრაფოდან (ინგლისი). წინა პლანზე დგას შავებში ჩაცმული ფიგურა. ორიგინალური გამოცემის გრამფირფიტის შიდა მხარეზე ლეიბლის Vertigo მიერ დამატებული იქნა გადაბრუნებული ქრისტიანული ჯვარი, რამაც ჯგუფის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია - მათ არ სურდათ, რომ ვიღაცას Black Sabbat ოკულტიზმთან გაეგივებინა. შედეგად, შტატებში ალბომი გასაშლელი ყდით არ გამოცემულა. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორები - ტონი აიომი, ოზი ოსბორნი, გიზერ ბატლერი და ბილ უორდი, გარდა მითითებულისა: ევროპული გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჩრდილო ამერიკული გამოცემაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted შენიშვნა: სათაურები Wasp, Bassically და A Bit of Finger მოცემულია მხოლოდ ამერიკულ გამოცემებში. ეს არ არის დამატებითი სიმღერები ან მათი ნაწილები. Bassically არის ბას-პარტია კომპოზიციიდან N.I.B. Wasp არის პირველი 'სუიტა' (Behind the Wall of Sleep / Bassically / N.I.B.), ხოლო A Bit of Finger - მეორე 'სუიტა' (Sleeping Village / Warning). ალბომის ყველა გამოცემაზე, გარდა პირველი ბრიტანული და 2004 წლის რემასტერინგისა, ყველა კომპოზიცია ინდექსირებულია ცალ-ცალკე. პერსონალი
სერტიფიცირებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|