ფაილი:Padlock-blue.svgაქ განთავსებულია წაშლილი გვერდის განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
სათაური რომ გადასატანია, ნათელია, მაგრამ ვიკიპედიაში სკოლებზე სტატიები ქვეყნდება?— გიორგიგანხილვაწვლილი 07:45, 21 იანვარი 2011 (UTC)
ჯერ-ჯერობით ალბიონი (სკოლა)-ზე გადავიტან და წაშლის ამბავი მერე გადავწყვიტოთ--Tornikeესკიზის შექმნის შეცდომა: 16:52, 23 ნოემბერი 2011 (UTC)
ადრე იყო ამაზე კამათი, მახსოვს ლიკამ შექმნა მგონი ზუგდიდის პირველ სკოლაზე სტატია. მაშინ მგონი ვერ გადავწყვიტეთ რა გვექნა. ერთადერთი იმაზე შევთანხმდით, რომ ასეთ ისტორიულ სკოლებზე შეიძლება სტატიები; სხვა სკოლებზე ვერ მივაღწიეთ ერთ აზრს :). Deuგანხილვა 16:55, 23 ნოემბერი 2011 (UTC)
წასაშლელია თუ არა სკოლებზე სტატიები ეხლაც ვერ შევთანხმდებით ალბათ, მაგრამ აშკარად ეს სტატია იაფასიანი რეკლამაა. სკოლის პრიორიტეტები, მასწავლებლების წარმატებული მოღვაწეობა, მოსწავლეებთან აღმზრდელობითი მუშაობა და სხვა. შეიძლება ამ სკოლაზე სტატია უნდა არსებობდეს, მაგრამ ეხლა რაც წერია სრული სისულელეა. ჯობია წავშალოთ და თუ ვინმეს უნდა თავიდან დაწეროს სხვა დროს, ოღონდ ხარისხიანად.— წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაTokoko (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - ესკიზის შექმნის შეცდომა: .
რას გავს ეს სტატია? კითხვა უნდა, რომ წასაშლელია? აი აქ სწორედ ასეთ შემთხვევებზე ვსაუბრობდი. --მიხეილ (მიწერა) 19:49, 23 ნოემბერი 2011 (UTC)
მე როგორც მახსოვს შევთანხმდით, რომ თუ სკოლას გააჩნია ვებ-გვერდი ე.ი. ინფორმაცია გადამოწმებადია მაშინ ვტოვებთ, სხვა შემთხვევაში კი ვშლით--Davidესკიზის შექმნის შეცდომა: 19:50, 23 ნოემბერი 2011 (UTC)
საიტი კი აქვს, რომელზეც ზუსტად იგივე ტექსტია მოცემული, მაგრამ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას... - ასეთ რაღაცას გადამოწმება რათ უნდა. შაბლონური ტექსტებით წერია, რომელიც ყველა სკოლაზე წავა, მოკლედ ვიკის ნორმებს ნამდვილად არ შეესაბამება--Tornikeესკიზის შექმნის შეცდომა: 20:07, 23 ნოემბერი 2011 (UTC)
აი აქ არის ძველი განხილვა ამ საკითხზე--David 20:12, 23 ნოემბერი 2011 (UTC)
ეს განხილვა ვნახე, მაგრამ ეს ტექსტია თვითონ ენციკლოპედიისთვის მიუღებელი. --მიხეილ (მიწერა) 20:19, 23 ნოემბერი 2011 (UTC)