Mattel, Inc — სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნიის შტატში.

Mattel, Inc
ტიპი საზოგადო
დაფუძნდა იანვარი1945; 80 წლის წინ (1945-01)
დამაარსებელი ჰაროლდ მეტსონი
ელიოტ ჰენდლერი
რუთ ჰენდლერი
სათავო ოფისი ელ-სეგუნდო, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია თოჯინები
სათამაშოები
შემოსავალი ესკიზის შექმნის შეცდომა: 860.06 მილიონი აშშ დოლარი (ივნისი, 2019)[1]
თანამშრომელი 25,800 (2018).[2]
საიტი mattel.com

დაარსდა 1945 წელს, ჰაროლდ მეტსონის, ელიოტ ჰენდლერისა და რუთ ჰენდლერის მიერ. Mattel თავდაპირველად დაკავებული იყო სურათების ჩარჩოების შექმნით, შემდეგ კი — მინიატურული ავეჯის კეთებით თოჯინებისთვის.

კომპანია ძირითადად აწარმოებს სათამაშოებსა და თოჯინებს. მის ყველაზე განთქმულ პროდუქტთა სიაში შედის ბარბის თოჯინა, შექმნილი 1959 წელს. 1980-იან წლებში Mattel ასევე აწარმოებდა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლებს, მათ შორის ისეთ წარმატებულ კონსოლს, როგორიც არის Intellivision.

Mattel საკუთარ პროდუქტს ასაღებს დაახლოებით 150-მდე ქვეყანაში[3] და ითვლება ყველაზე შემოსავლიან სათამაშოების მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. [4]

ლიტერატურა

  • Kettelkamp, Sean; Chatty Cathy and Her Talking Friends, Schiffer Publishing (1998)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. March 2019 Report. Mattel. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019.
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[მკვდარი ბმული]
  4. A Full Toy Chest Makes Mattel A Buy For Growth And Income Investors

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Mattel&oldid=218712“-დან