Metsatöll — ესტონური ფოლკ-მეტალ ჯგუფი. სახელი Metsatöll ითარგმნება როგორც „მგელი“ ძველესტონურიდან. ჯგუფის ბევრ სიმღერაში გამოყენებულია სხვადასხვა ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტები, თემატიკა კი მეთოთხმეტე, მეთვრამეტე საუკუნეების დამოუკიდებლობის ბრძოლებს ეხება.

ფაილი:Metsatöll at Tuska 2006.jpg

ჩამოყალიბების შემდეგ, 1998 წ. ჯგუფი მოღვაწეობდა ეპიკური მეტალის ჟანრში, ესტონური ფოლკლორის მცირეოდენი დანამატით. ამავე წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო ალბომი სახელად: „Terast mis hangund me hinge“.

2000 წელს ჯგუფს შეემატა ახალი წევრი, ლაური იუნაპუ, მათი კარგი მეგობარი, რომელმაც იცოდა სხვადასხვა ესტონურ ნაციონალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ასე დაიწყო ჯგუფის ფოლკ-მეტალისკენ გადახრა.

ჯგუფის შემადგენლობა

  • Markus «Rabapagan» Teeäär — ვოკალი, გიტარა
  • Lauri «Varulven» Õunapuu — ვოკალი, გიტარა, ფლეიტა, გუდასტვირი და სხვა ინსტრუმენტები
  • Raivo «Kuri» Piirsalu — ბას-გიტარა, ვოკალი
  • Tõnis Noevere — დასარტყმელი საკრავები, ვოკალი

ყოფილი წევრები

  • Silver «Factor» Rattasepp — დასარტყმელი საკრავები (1998 – 2004)
  • Andrus Tins — ბას-გიტარა (1998 – 2000)
  • Marko Atso — დასარტყმელი საკრავები, ვოკალი (2004 – 2017)

დისკოგრაფია

  • Terast mis hangund me hinge (1999)
  • Hiiekoda (2004)
  • Terast mis hangund me hinge 10218 (2005)
  • Sutekskäija (2006)
  • Lahinguväljal näeme, raisk! (CD/DVD) (2006)
  • Raua needmine (CD/DVD) (2006)

რესურსები ინტერნეტში

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Metsatoll&oldid=41322“-დან