Musique pour Supermarché
Musique pour Supermarché | ||||
---|---|---|---|---|
ფაილი:Music for Supermarkets.png | ||||
studio — | ||||
გამოცემის თარიღი | 6 ივლისი, 1983 | |||
ჩაიწერა | თებერვალი-მაისი 1983 | |||
ჟანრი | ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||
ლეიბლი | Disques Dreyfus | |||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია | ||||
Musique pour Supermarché — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1983 წლის სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა მხოლოდ ერთი ასლის სახით, ერთადერთხელ გავიდა რადიოსადგურის ეთერში (სწორედ ამ ეთერის მეშვეობით ჩაწერილი ასლები ვრცელდება ჯგუფის მოყვარულებს შორის) და ითვლება ჟარის ერთ-ერთ იშვიათ დისკად. ისტორია1983 წელს ჟარს შეუკვეთეს მუსიკა გამოფენისათვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა მხატვრობა სუპერმარკეტების თემაზე. ალბომი ჩაიწერა 1983 წლის თებერვალში-მარტში. გამოფენა გაიმართა ჟან-კლოდ რიდელის გალერეაში, 1983 წლის ივნისში. მხატვრობის ნაწილი გასაყიდად აუქციონზე იქნა გამოტანილი. ამ მოვლენის შთაგონებით, ჟარმა გადაწყვიტა ალბომის ერთადერთი ასლის საქველმოქმედოდ გამოცემა. გამოფენის დასრულების შემდეგ ყველა ორიგინალური ფირი განადგურდა, ამიტომ ეს ასლი უნიკალურად ითვლება და წარმოადგენს მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ჩანაწერს. ალბომის ბუკლეტში წარმოდგენილია 11 პოლაროიდის ტიპის ფოტოსურათი, ხოლო მეთორმეტე ფოტოს ადგილი ცარიელია, რათა მსურველს ჰქონოდა საკუთარი სურათის ჩსმის საშუალება. ალბომის მფლობელის ვინაობა ანონიმური იყო, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ვინმე მ. ჟერარი იყო. მასზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ავტოავარიის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მოსმენილმა ჟარის კომპოზიციამ Souvenir of China. 2007 წლისათვის დისკის ასლი ორჯერ გაიყიდა, მეორე მფლობელია ვინმე დუკრუა. ამჟამად მისი მფლობელის ვინაობა უცნობია. სიმღერების სიაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მითითებული ხანგრძლივობა ეფუძნება ბუტლეგურ ჩანაწერებს, ვინაიდან ორიგინალური ჩანაწერი არ არსებობს. რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|