Perl
პერლი (PERL), დაპროგრამების სტრუქტურული და დინამიკური ენა, შექმნილი 1987 წელს ლარი უოლის მიერ. პერლში გაერთიანებულია C-ის, shell-ის, awk-ს, sed-ის, Lisp-ის და დაპროგრამების სხვა ენების ნიშან-თვისებები.
ზოგადი მიმოხილვა
პერლ-ის ოფიციალური საინფორმაციო წყაროების ცნობით პერლი არის: "ზოგადი დანიშნულების დაპროგრამების ენა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ტექსტური მანიპულაციებისათვის, თუმცა ახლა გამოიყენება მრავალი ტიპის ამოცანების გადაჭრისას, მათ შორის სისტემური ადმინისტრირების, ვებ-განვითარების, ქსელური პროგრამირების, GUI-ის (მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის) განვითარების და სხვ. ენის შემქმნელები შეეცადნენ, რომ ენა ყოფილიყო უფრო პრაქტიკული და ადვილად გამოსაყენებადი, ვიდრე ლამაზი და ესთეტური. მისი უმნიშვნელოვანესი მახასიათებლები არის: გამოყენების სიადვილე, ობიექტურად ორიენტირებული და სტრუქტურული პროგრამირების მხარდაჭერა, ტექსტის ეფექტიანი დამუშავების შიგ ჩაშენებული მექანიზმი და მოდულების უზარმაზარი ბიბლიოთეკა.
ენის სტრუქტურა
მაგალითი
პერლ-ზე დაწერილი Hello world-ის კანონიკური პროგრამა ასე გამოიყურება:
<source lang="perl"> !/usr/bin/perl print "Hello, world!\n"; </source>
პირველი სტრიქონი ეუბნება იუნიქსის ოპერაციულ სისტემა თუ სად მიაგნოს პერლის ინტერპრეტატორს. მეორე სტრიქონი ბეჭდავს ეკრანზე Hello, world-ს და კურსორი ახალ ხაზზე გადააქვს.
მონაცემთა ტიპები
პერლ-ს თავის არსენალში მონაცემთა სამი ფუნდამენტური ტიპი გააჩნია: სკალარი, მასივი/სია და ჰეშ ცხრილი:
- სკალარი არის ერთეულოვანი მონაცემი. ის შეიძლება იყოს რიცხვი, სტრიქონი ან მითითება.
- სია არის სკალართა მოწესრიგებული მიმდევრობა.
- ჰეშ-ცხრილი (ასოციაციური მასივი) ქმნის ასოციაციურ კავშირებს სტრიქონებსა და სკალარებს შორის, რომელთაგან სტრიქონებს „გასაღები“ ეწოდებათ, სკალარებს კი „მნიშვნელობა“
თითოეულ ცვლადს წინ წამძღვარებული აქვს განსაზღვრული სიმბოლო, რომლის საშუალებითაც ინტერპრეტატორი არკვევს რომელი ტიპის მონაცემთა ტიპთან გვაქვს საქმე.
<source lang="perl"> $foo # სკალარი @foo # სია %foo # ჰეშ–ცხრილი </source>
სკალარულ ცვლადებს რიცხვები ჩვეულებრივი გზით ენიჭებათ. სტრიქონი კი ბრჭყალებით უნდა იყოს შემოსაზღვრული.
<source lang="perl"> $n = 42; $name = "joe"; $color = 'red'; </source>
სიის ტიპის ცვლადის ინიციალიზაცია ხდება შემდეგნაირად, ფრჩხილებში მოთავსებული, მძიმეებით გამოყოფილი ელემენტების საშუალებით:
<source lang="perl"> @scores = (32, 45, 16, 5); </source>
ჰეშ-ცხრილის ინიციალიზაცია ხდება გასაღები-მნიშვნელობის წყვილის განსაზღვრით:
<source lang="perl"> %favorite = (joe => 'red',
sam => 'blue');
</source>
სიის თითოეულ ელემენტს შეიძლება მივაგნოთ ინდექსის საშუალებით, ჰეშ-ცხრილისას კი გასაღების მითითებით. სიის ინდექსი უნდა იყოს მოთავსებული კუთხურ ფრჩხილებში, ჰეშ-ცხრილის გასაღები კი — ფიგურულში.
<source lang="perl"> $scores[2] # @scores მე–2 სიის ელემენტი $favorite{joe} # %favorite ჰეშ–ცხრილის ელემენტი </source>
რამდენიმე ელემენტს შეიძლება მივწვდეთ სიის იდენტიფიკატორის @ საშუალებით:
<source lang="perl"> @scores[2, 3, 1] # @scores სიის სამი ელემენტი @favorite{'joe', 'sam'} # %favorite ორი გასაღების მნიშვნელობა </source>
სიის ელემენტთა რაოდენობა შეიძლება გავიგოთ, თუ ამ სიას სკალარულ ცვლადს მივანიჭებთ
<source lang="perl"> $count = @friends; </source>
ჰეშ-ცხრილიდან გასაღებების ან მნიშვნელობების მასივის ამოღება შეიძლება შემდეგნაირად:
<source lang="perl"> @names = keys %address; @addresses = values %address; </source>
მართვის სტრუქტურები
პერლში რამდენიმე ტიპის მართვის სტრუქტურაა. ბლოკურად ორიენტირებული მართვის სტრუქტურები, მსგავსი C-ს Java-ს ბლოკურად ორიენტირებული მართვის სტრუქტურების. განშტოების ოპერატორის თუ ციკლის ოპერატორის პირობა შემოსაზღვრული უნდა იყოს ფრჩხილებით, მართვის ბლოკი კი ფიგურული ფრჩხილებით:
<source lang="perl"> label while ( cond ) { ... } label while ( cond ) { ... } continue { ... } label for ( init-expr ; cond-expr ; incr-expr ) { ... } label foreach var ( list ) { ... } label foreach var ( list ) { ... } continue { ... } if ( cond ) { ... } if ( cond ) { ... } else { ... } if ( cond ) { ... } elsif ( cond ) { ... } else { ... } </source>
თუ კი ბლოკი მოიცავს მხოლოდ ერთ წინადადებას, მაშინ შესაძლებელია ასეთი ჩანაწერიც ფიგურული ფრჩხილების გარეშე:
<source lang="perl"> statement if cond ; statement unless cond ; statement while cond ; statement until cond ; statement foreach list ; </source>
ქვეპროგრამები
ქვეპროგრამა განისაზღვრება sub ოპერატორის საშუალებით და შემდგომ შეიძლება გამოვიძახოთ სახელის საშუალებით. ქვეპროგრამის განსაზღვრა შეიძლება პროგრამის ნებისმიერ ადგილას. ქვეპროგრამის გამოძახების დროს ქვეპროგრამის სახელი აუცილებლად უნდა იყოს დასრულებული ფრჩხილებით და წინადადების დასრულების ოპერატორით (;).
<source lang="perl">
foo(); sub foo { ... } foo;
</source>
ქვეპროგრამას შეიძლება გადავცეთ ერთი ან რამდენიმე არგუმენტი:
<source lang="perl">
foo $x, @y, %z;
</source>
ქვეპროგრამის პარამეტრების განსაზღვრა საჭირო არ არის. რამდენი არგუმენტიც არ უნდა გადავცეთ ქვეპროგრამის, მათ შეიძლება მივწვდეთ @_-ს საშუალებით.
<source lang="perl"> @_ ელემენტებს შეიძლება მივწვდეთ ინდექსის მითითებით შემდეგნაირად:
$_[0], $_[1]
</source>
ქვეპროგრამა შესაძლებელია აბრუნებდეს მნიშვნელობასაც:
<source lang="perl">
return 42, $x, @y, %z;
</source>
რეგულარული გამოსახულებები
პერლი შეიცავს სპეციალიზებული სინტაქსის მქონე გამოსახულებებს, რეგულარულ გამოსახულებებს, რომლებიც ამარტივებენ ტექსტთან ურთიერთობას. რეგულარულ გამოსახულებებს პერლის გარდა იყენებს მრავალი პლატფორმა თუ ენა, დღესდღეობით რეგულარული გამოსახულებები აღიარებული სტანდარტია.
<source lang="perl">
$x = "abcdefgh"; $x =~ m/abc/
</source>
მოცემული გამოსახულება იქნება true თუ სტრიქონი შეიცავს მითითებული სიმბოლოების წყებას, თუ არადა false.
შესაძლებელია მოდიფიკატორების მითითება, მაგალითად:
<source lang="perl">
$x =~ m/abc/i; # case-insensitive pattern match $x =~ s/abc/aBc/g; # global search and replace
</source>
ერთი შეხედვით რეგულარული გამოსახულება შეიძლება იყოს ძალიან ჩახლართული და ძნელად გარჩევადი.
<source lang="perl">
$x =~ s/^([0-2]\d:[0-5]\d:[0-5]\d)\s+\[([^\]]+)\]\s+(.*)$/g;
</source>
რესურსები ინტერნეტში
- Perl.org — პერლის მთავარი საიტი
- Perldoc at Perl.org — პერლის ონლაინ დოკუმენტაცია