Peter Gabriel (1977 წლის ალბომი)
Peter Gabriel | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Pg1album.jpg | ||||||||||||
studio — | ||||||||||||
გამოცემის თარიღი | 25 თებერვალი, 1977 | |||||||||||
ჩაიწერა | 1976 | |||||||||||
ჟანრი | როკი | |||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||
ლეიბლი | Atco Records | |||||||||||
პროდიუსერი | ბობ ეზრინი | |||||||||||
პიტერ გებრიელი — ქრონოლოგია | ||||||||||||
Peter Gabriel — პიტერ გებრიელის პირველი სოლო-ალბომი. დისკი ჩაიწერა ჯგუფ ჯენესისის დატოვების შემდეგ. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ავტობომილში მჯდარი პიტერი, რის გამოც ალბომის მეორე სახელწოდებაა Car (ავტობომილი). საგულისხმოა, რომ პიტერის შემდგომი სამი ალბომიც სათაურად ატარებს მუსიკოსის სახელს. დისკზე, გარდა ბევრი ცნობილი მუსიკოსისა და პროდიუსერ ბობ ეზრინისა, იმუშავა ჯგუფ King Crimson-ის გიტარისტმა, რობერტ ფრიპმა. ალბომის მეორე სიმღერა, Solsbury Hill, რომელიც ერთ-ერთი პოპულარულია მის კარიერაში, მსმენელს უამბობს გებრიელის ჯენესისიდან წასვლაზე. სიმღერის საკუთარი ვერსია 2003 წელს ჩაწერა ჯგუფმა Erasure. ალბომის გამოსვლის შემდეგ გებრიელმა გადაამუშავა სიმღერა Here Comes the Flood და შექმნა მისი მეორე ვერსია, რომელზეც მხოლოდ ფორტეპიანო და გებრიელის ვოკალია. აშშ ჩარტში ალბომმა დაიკავა #38, ხოლო ბრიტანეთში - #7 ადგილი. დამოუკიდებელი ჯგუფის Direct Disk Labs მიერ გამოცემული იქნა ალბომის რემასტერი. Slowburn მასზე უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ორიგინალურ გამოცემაში, ვინაიდან რემასტერი მზადდებოდა ორიგინალური ფირების დახმარებით. ისტორიაალბომის The Lamb Lies Down on Broadway გამოცემის შემდეგ ჯენესისი ახალი ტურნეს ფარგლებში კონცერტებით გაემგზავრა. ტურნეს პერიოდში პიტერმა კოლეგებს ამცნო, რომ ჯგუფის დატოვებას აპირებდა [1]. მიზეზად იგი ასახელებდა სხვებისგან გაუცხოებას და პრობლემებს ცოლთან. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა ტურნეში. ამასობაში მისმა მეუღლემ, ჯილმა პირველი შვილი, ანა. მან გადაწყვიტა, ოჯახისათვის ყურადღება მიექცია და არა ახალ ალბომზე თუ ტურნეზე ეზრუნა, რამაც ჯგუფის წევრთა წინააღმდეგობა გამოიწვია. ამიტომ პიტერმა კოლექტივი საბოლოოდ დატოვა. წერილში Out, Angels Out, რომელშიც ჯგუფის მოყვარულებს მიმართავდა, გებრიელი წერდა, რომ „მანქანამ, რომელიც ავაგეთ სიმღერების წერისას პროცესისას ჩვენ დაგვიმორჩილა და გამოგვამწყვდია წარმატებაში, რომელიც გვსურდა. მაგ გავლენა იქონია ჯგუფში დამოკიდებულებასა და სულზე. მუსიკა არ ამოწურულა და კვლავ ვცემ პატივს სხვა მუსიკოსებს, მაგრამ ჩვენი როლები გართულდა.“[2] წერილი სრულდებოდა სიტყვებით: „ჩემსა და ჯგუფს ან მენეჯმენტს შორის ანონიმურობა არ არსებობს. გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მივიღე და ახალ მიმართულებაზე ვსაუბრობდით. ჩემი წასვლის მიზეზი უფრო ადრე არ გამცნეთ, ვინაიდან მთხოვეს, მომეთმინა, სანამ ჩემს შემცვლელს მოძებნიდნენ და სიცარიელეს შეავსებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი ჩემს სხვა პროექტებზე იმუშავებს“.[2] ფილ კოლინზმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ სხვა წევრები „პიტერის წასვლით გაოცებულები არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ.“ ჯგუფმა გადაწყვიტა გებრიელის გარეშე გაგრძელება.[3] ჩაწერა, გამოცემა და პრომოკამპანიაPeter Gabriel ჩაიწერა სტუდიაში The Soundstage (ტორონტო, კანადა), პროდიუსერ ბობ ეზრინის დახმარებით, 1976 წლის ივლისში - 1977 წლის იანვარში. დამატებითი ხმისჩამწერი სესიები გაიმართა სტუდიებში Morgan და Olympic (ლონდონი, ინგლისი). გებრიელმა და ეზრინმა ჩაწერისას მოიწვიეს რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი. მათ შორის იყვნენ გიტარისტი რობერტ ფრიპი (კინგ კრიმსონი), ბას გიტარისტი ტონი ლევინი (კინგ კრიმსონი უფრო გვიანდელი შემადგენლობიდან), დრამერი ალან შვარცბერგი, პერკუსიონისტი ჯიმი მელენი, გიტარისტი სტივ ჰანტერი, კლავიშისტი ჯოზეფ ჩიროვსკი და ლარი ფასტი (სინთეზატორები და პროგრამირება). ალბომი გამოიცა 1977 წლის 25 თებერვალს, ლეიბლებზე Atco (აშშ და კანადა) და Charisma (ბრიტანეთი). იგი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #7, ხოლო აშშ ჩარტის - #38 პოზიციაზე. ალბომიდან პირველი სინგლის სახით გამოიცა „Solsbury Hill“, რომელსაც წილად დიდი წარმატება ხვდა, ხოლო მეორე სინგლი იყო „Modern Love“, რომელსაც ნაკლები წარმატება ჰქონდა. სიმღერების სიაყველა სიმღერის ავტორია პიტერ გებრიელი, გარდა აღნიშნულისა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted პერსონალი
ტურნეალბომის გამოცემის შემდეგ გებრიელმა შეკრიბა ბენდი მომავალი ტურნეს გასამართად. მასში შედიოდნენ: რობერტ ფრიპი (იგი გამოდიოდა ფსევდონიმით „დასტი როუდსი“ და ხოლმე სცენაზე არ ჩანდა) და სტივ ჰანტერი (გიტარები), ტონი ლევინი (ბასი), ლარი ფასტი (სინთეზატორები), ალან შვარცბერგი (დასარტყმელი საკრავები), ფილ ებერგი (კლავიშებიანი საკრავები) და ჯიმი მელენი (პერკუსია). გებრიელის პირველი სოლო ტურნეს პირველი ეტაპი, რომელსაც „Expect the Unexpected“ ეწოდა, დაიწყო 1977 წლის 5 მარტს აშშ-ში გამოსვლით და გაგრძელდა აპრილამდე. ტურნეს ბრიტანული ნაწილი დასრულდა 30 აპრილს. მეორე ეტაპზე ბენდის შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა და ასე გამოიყურებოდა - სიდ მაკ-გინისი (გიტარა), ტონი ლევინი (ბასი), ჯერი მაროტა (დასარტყმელი საკრავები) და ბეიეტი (კლავიშებიანი საკრავები). ამ ეტაპს „Sightings in the Test Area During Autumn“ ეწოდა. იგი 30 აგვისტოს დაიწყო და მოიცვა ინგლისი და ევროპა. ტურნე 1 ნოემბერს დასრულდა. სეტლისტი
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|