Sacred Heart (დიოს ალბომი)
Sacred Heart | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Dio SacredHeart.jpg | ||||||||||||
studio — | ||||||||||||
გამოცემის თარიღი | 15 აგვისტო, 1985 | |||||||||||
ჩაიწერა | 1985 | |||||||||||
სტუდია | Rumbo, აშშ | |||||||||||
ჟანრი | მძიმე მეტალი | |||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||
ლეიბლი |
Warner Bros. (ჩრდილოეთი ამერიკა) Vertigo (სხვა ქვეყნები) | |||||||||||
პროდიუსერი | რონი ჯეიმზ დიო | |||||||||||
დიო — ქრონოლოგია | ||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". Sacred Heart (ინგლ. ღვთაებრივი გული) — ჯგუფ დიოს მესამე ალბომი, გამოცემული 1985 წელს. ბილბორდის 200 საუკეთესო დისკის ჰიტ-აღლუმში იგი #29 ადგილზე მოხვდა. ალბომის ყდა ეკუთვნის მხატვარ რობერტ ფლორშაკს. 1985 წლის 15 ოქტომბერს RIAA-მ ალბომს ოქროს სტატუსი მიანიჭა.[1] დღემდე ეს არის დიოს უკანასკნელი დისკი, რომელიც ასეთი სტატუსით სარგებლობს. ალბომის გამოცემას მოჰყვა საკონცერტო ტურნე, თეატრალიზებული შოუთი, სადაც გამოიყენებოდა მექანიკური დრაკონი და ლაზერული ეფექტები. ერთ-ერთი კონცერტი ასევე გამოიცა ვიდეოჩანაწერის სახით. რონი ჯეიმზ დიო დრაკონს დენზილს უწოდებდა, თუმცა სინამდვილეში მას დინი დაარქვეს.[2]. Sacred Heart არის დიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი, სინგლებით Sacred Heart, Rock N' Roll Children და Hungry For Heaven. გარეკანზე ლათინურ ენაზე წერია FINIS PER SOMNIVM REPERIO TIBI SACRA COR VENEFICVS OSTIVM AVRVM. მისი შესაძლო მნიშვნელობაა - ’’შენი მიზნების შესახებ სიზმრებიდან შევიტყვე; ღვთაებრივო გულო; ჯადოქარო; ოქროს კარიბჭევ’’. მაგრამ არსებობს ამ ფრაზის სხვა ინტერპრეტაციებიც. შესაძლოა, ამას გარკვეული კავშირი აქვს თავად სიმღერასთან Sacred Heart - როდესაც არ უნდა გეძინოს, ხელთ გაქვს გასაღები, გაგიღებს კარა რათა გაგანთავისულოს და აღმოაჩენ ღვთაებრივ გულს’’. ეს იყო დიოს უკანასკნელი ალბომი, ჩაწერილი გიტარისტ ვივიენ კემპბელის მონაწილეობით, რომელიც შეუერთდა ჯგუფებს Def Leppard, Riverdogs და Whitesnake. სიმღერების სია
სქოლიო
|