The Edge of Glory
„The Edge of Glory“ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — ლედი გაგა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
ალბომიდან Born This Way | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 9 მაისი 2011 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა | 2011 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი | ელექტრო როკი, საცეკვაო პოპი, სინთპოპი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | 5:20 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope, Streamline, Kon Live | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავტორ(ებ)ი | ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი, DJ White Shadow[1] | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
The Edge of Glory (ქართ. დიდების ზღვარზე) — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა ციფრული სინგლის სახით გამოვიდა 2011 წლის 9 მაისს ხოლო აშშ-ს რადიოეთერს დაემატა 2011 წლის 17 მაისიდან. იგი თავდაპირველად გამოვიდა, როგორც პრომო სინგლი, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატების შემდეგ გამოცხადდა, როგორც ალბომის მესამე სინგლი. სიმღერა დაწერილია გაგას, ფერნანდო გერიბეის და DJ White Shadow-ის მიერ. გაგას თქმით, სიმღერის ტექსტი შთააგონა ბაბუამისის გარდაცვალებამ, 2010 წლის სექტემბერში. სიმღერაში საქსოფონის სოლოს ასრულებს კლარენს კლემონსი. სიმღერა დაწერილია ელექტრო როკის, სინთპოპის და საცეკვაო პოპის სტილში. მასში ასევე გამოყენებულია სინთეზატორი და საქსოფონი. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო დადებითი შეფასება - მას უწოდეს საუკეთესო ალბომიდან Born This Way. სიმღერა გამოსვლიდანვე იქცა საერთაშორისო ჰიტად, რამაც განაპირობა სინგლად გამოშცემა. ის მოხვდა თითქმის ყველა წამყვანი ჩარტის ათეულში,მათ შორის: ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის ჩარტში. სიმღერამ ასევე ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მესამე ადგილი და გახდა გაგას რიგით მეათე სიმღერა, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში. გაგამ სიმღერაზე მაისის ბოლოს გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისურა ეკუთვნის შემოქმედებით ჯგუფ Haus of Gaga-ს. ვიდეოს პრემიერა გაიმართა 2011 წლის 16 ივნისს. ვიდეო მარტივი სახისაა და რადიკალურად განსხვავდება გაგას წინა ნამუშევრებისგან. მასში გაგა ცეკვავას და ქუჩაში მარტო დადის. ვიდეოში არ გამოიყენება რთული ქორეოგრაფია, მოცეკვავეების გუნდი და კოსტიუმების ხშირი ცვლა. გაგას მხოლოდ ერთი კოსტიუმი აცვია, რომელიც ეკუთვნის ვერსაჩეს. კრიტიკოსებმა ვიდეოს უწოდეს „მარტივი ვიდეო“ და შეადარეს მაიკლ ჯექსონის, ჯენეტ ჯექსონის და მადონას ნამუშევრებს. გაგამ სიმღერა შეასრულა ცოცხლად მრავალ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე და სხვადასხვა გადაცემებში. ყველა შესრულება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სიმღერების სია
კრედიტები და პერსონალი
კრედიტები აღებულია ალბომ Born This Way-ის ბუკლეტიდან. გამოშვების ისტორია
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
|