The Scarecrow (სიმღერა)
„The Scarecrow“ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |||||||||||||||
თარგი:ინფოდაფა სიმღერა/ბმული — პინკ ფლოიდი | |||||||||||||||
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn | |||||||||||||||
A-მხარე | „See Emily Play“ | ||||||||||||||
გამოსვლის თარიღი | 16 ივნისი 1967 | ||||||||||||||
ჩაიწერა |
22 მარტი 1967 ები-როუდის სტუდიები (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) | ||||||||||||||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | ||||||||||||||
ხანგრძლივობა | 2:11 | ||||||||||||||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (გაერთიანებული სამეფო) Tower (აშშ) | ||||||||||||||
ავტორ(ებ)ი | სიდ ბარეტი | ||||||||||||||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | ||||||||||||||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | |||||||||||||||
„The Gnome“ — მეათე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2] მისი ავტორია სიდ ბარეტი. სიმღერა პირველად გამოიცა სინგლის „See Emily Play“ B-მხარეს, სახელწოდებით „Scarecrow“. ინფორმაციასიმღერაში განხილულია ეგზისტენციალიზმის თემები. სიდ ბარეტი, სიმღერის ავტორი, ტექსტში თავის არსებობას ადარებს საფრთხობელას ცხოვრებას, რომელიც მასზე უფრო მეტად „სევდიანია“ და „შეეგუა თავის ბედს“. მსგავსი თემატური შინაარსის მქონე ტექსტები მოგვიანებით ჯგუფის ტექსტობრივი მასალის ნაწილად იქცა. აშშ-ში სიმღერა 1967 წლის ივლისიდან 1968 წლამდე სამჯერ გამოიცა სინგლის სახით. ბრიტანეთში მას წარმატება არ ჰქონია. პრომო-ფილმებიPathé-ს ახალი ამბების რუბრიკისათვის 1967 წლის ივლისში გადაღებული იქნა სიმღერის პრომო-ფილმი. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორც ეცემა ბალახში როჯერ უოტერსი. ნიკ მეისონი თავის ქუდს ახურავს საფრთხობელას. ფილმის ნაწილი გამოყენებული იქნა როჯერ უოტერსის მიერ სიმღერის „Set the Controls for the Heart of the Sun“ სოლო კონცერტებზე შესრულებისას. 1968 წელს, ჯგუფის ბელგიაში ყოფნის დროს გადაღებული იქნა პრომო-ფილმები „Astronomy Domine“, „See Emily Play“, „The Scarecrow“, „Apples and Oranges“, „Paint Box“, „Set The Controls For The Heart Of The Sun“ და „Corporal Clegg“. სიდ ბარეტი ამ ფილმებში არ ჩნდება, ვინაიდან იგი უკვე დევიდ გილმორმა შეცვალა. დევიდი პირს ამოძრავებს ბარეტის ტექსტის ფონზე. „The Scarecrow“-ს რგოლში უოტერსი Rickenbacker-ის ბას გიტარაზე ვიოლინოს ხემით უკრავს. პერსონალი
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|