Vigil in a Wilderness of Mirrors
Vigil in a Wilderness of Mirrors | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Fish-Vigil-In-A-Wilder-252724.jpg | ||||||||||||
studio — | ||||||||||||
გამოცემის თარიღი | 1989 | |||||||||||
ჩაიწერა | 29 იანვარი, 1990 | |||||||||||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||
ლეიბლი | EMI Records | |||||||||||
პროდიუსერი | ჯონ კელი | |||||||||||
ფიში — ქრონოლოგია | ||||||||||||
Script error: No such module "Music ratings". Vigil in a Wilderness of Mirrors (ინგლ. სიფხიზლე სარკეების უდაბნოში) — მუსიკოს და ვოკალისტ ფიშის პირველი სოლო-ალბომი, გამოცემული 1990 წელს, მისი ჯგუფ Marillionდან წასვლის შემდეგ. ალბომი დასრულებული იქნა 1989 წლის ივნისში, მაგრამ კომპანიამ EMI მისი გამოსვლა გადადო Marillion-ის ახალი ალბომის Seasons End გამოცემის გამო (1989). მიუხედავად ამისა, სიმღერა „State of Mind“ გამოვიდა სინგლის სახით, 1989 წლის 16 ოქტომბერს. ჩარტებიეს არის ფიშის ერთადერთი ალბომი, რომელიც გამოსცა ლეიბლმა EMI და ერთადერთი მის კარიერაში, რომელიც კომერციულად დიდი წარმატებით სარგებლობდა. 1990 წლის თებერვალში ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #5 ადგილზე. სინგლები (State of Mind, Big Wedge. Gentleman's Excuse Me) ჩარტში #32 პოზიციას არ გასცდნენ. ჩაწერაალბომი იწერებოდა სტუდიაში Townhouse (ლონდონი), 1989 წლის პირველ ნახევარში. მისი პროდიუსერია ჯონ კელი. ყდაალბომის გარეკანის დიზაინი ეკუთვნის მარკ უილკინსონს, რომელიც მუშაობდა მანამდე გამოცემულ Marillion-ის ალბომებსა და სინგლებზე. გარეკანის წინა ნაწილზე გამოსახულია ორიგინალური ნახატის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, რომელზეც შეიმჩნევა მინიშნებები ალბომის ტექსტებზე და მხოლოდ ფიშისა და Marillion-ის მოყვარულთათვის განკუთვნილი დეტალები (ასეთებია Marillion-ის წევრი მარკ კელი და მენეჯერი ჯონ ერნისონი). ცენტრალური ელემენტია ბორცვი, რომელზეც პოსტ-აპოკალიფტურ სტილში წარდგენილი ნაგავსაყრელი მოწყობილი. ბორცვზე დგას წყვილი ფსევდო-აღმოსავლურ კოსტუმებში. ისინი ჭოგრიტით შორს იხედებიან. მამაკაცის მოსასხამი შოტლანდიას აღნიშნავს. წინა და უკანა გარეკანზე გამოსახულია მხოლოდ ზედა და ქვედა ბორცვებზე მდგარი წყვილები. ტელევიზორისა და Amiga 500-ის მოდელის კომპიუტერის ეკრანებზე გამოტანილია ფიშის სახეები. დიდ ვერსიაზე, რომელიც შიდა ბუკლეტზეა წარმოდგენილი, მათ ენაცვლება ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის „ოქროს საუკუნე“. ტექსტებიმიუხედავად იმისა, რომ Vigil in a Wilderness of Mirrors არ არის კონცეპტუალური ალბომი, მასში ხშირად გამოიყენება ბორცვი, როგორც სიხარბისა და მომხმარებლობის სიმბოლო. სიმღერების სია
დამატებითი სიმღერები (რემასტერი)
სქოლიო |