შინაარსზე გადასვლა

ნამდვილი რიცხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
16:41, 28 იანვარი 2015-ის ვერსია, imported>Henry McCleanBot (clean up, removed: {{Link GA|yo}} using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნამდვილი რიცხვი — ნებისმიერი დადებითი რიცხვი, უარყოფითი ან ნული. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე იყოფა რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვთა სიმრავლეებად. რაციონალური რიცხვები წარმოიდგინება როგორც რაციონალური წილადების p/q, (სადაც p და q მთელი რიცხვებია, q კი ნულისგან განსხვავებული), ასევე უსასრულო პერიოდული ათწილადების სახით, ხოლო ირაციონალური რიცხვები მხოლოდ — უსასრულო არაპერიოდული ათწილადების სახით.

ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს ეწოდება რიცხვითი წრფე და აღინიშნება R-ით. R სიმრავლე წრფივად დალაგებულია და ქმნის ველს ძირითადი არითმეტიკული ოპერაციების (შეკრება, გამრავლება) მიმართ. რაციონალური რიცხვების სიმრავლე ყველგან მკვრივია R–ში და R მისი გასრულებაა. რიცხვითი წრფის ძირითადი თვისებაა უწყვეტობა.