ავაჩის სოპკა
იერსახე
ავაჩის სოპკა | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ავაჩის სოპკა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | რუსეთის დროშა რუსეთი |
სიმაღლე | 2741 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2008 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ავაჩის სოპკა (რუს. Авачинская сопка) — სომა-ვეზუვის ტიპის მოქმედი სტრატოვულკანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კამჩატკაზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკის მახლობლად. სიმაღლე 2741 მ. მწვერვალი კონუსისებრია. აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტური ლავებით, ტუფებითა და შლაკით. კრატერის დიამეტრი უდრის 400 მეტრს. ვულკანს გააჩნია მრავალრიცხოვანი ფუმაროლები. ხშირია ამოფრქვევა.
ვულკანის უმაღლეს ნაწილებში მდებარეობს 10 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 10,2 კმ². ქვედა კალთები შემოსილია მასიური ტყით. 1000 მ სიმაღლეზე ვულკანოლოგიური სადგურია. აღსანიშნავია, რომ ამოფრქვევები უმეტესად XX საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა (მ. შ. 1901, 1909, 1926, 1927, 1938, 1945 წწ.). უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1991 წელს.
რესურსები ინტერნეტში
- ინფორმაცია ვულკანის შესახებ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)
- Avachinsky at Global Volcanism Program Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 117-118.