ფხიტური
იერსახე
ფხიტურს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2653 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვედაიურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფხიტური — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე, მდინარე საკერპის (ბაკურხევის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2653 მ. მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შემოსილია სუბალპური ბალახეულით. აკავშირებს მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) აუზს მდინარე ბუჩუკურთის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) აუზთან.
ლიტერატურა
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 439.