კრასნოიარსკის წყალსაცავი

07:46, 15 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი კრასნოიარსკის წყალსაცავი (რუს. Красноярское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ენისეიზე, რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში. შექმნილია კრასნოიარსკის ჰესის კაშხლით. წყალსაცავი აივსო 1967-1970 წლებში. ზედაპირის ფართობი 2000 კმ², მოცულობა 73,3 კმ³, სიგრძე 388 კმ, მაქსიმალური სიგანე 15 კმ, საშუალო სიღრმე 37 მ, მაქსიმალური სიღრმე 105 მ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 18 მ-ის ფარგლებში. კრასნოიარსკის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული და წყლის ტრანსპორტის განვითარების მიზნით. კრასნოიარსკის წყალსაცავს ჩაერთვის რამდენიმე დიდი მდინარე, მათ შორის: ტუბა, სისიმი, კრასნოტურანსკი და სხვა. ბევრია ყურე. კაშხალთან მდებარეობს ქალაქი დივნოგორსკი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში