ზეის წყალსაცავი
იერსახე
თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი ზეის წყალსაცავი (რუს. Зейское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ზეის ზემოთში, ამურის ოლქში (რუსეთი). წარმოქმნილია ზეის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ხარჯზე. აივსო 1974-1980 წწ. ფართობი 2420 კმ², სიგრძე 225 კმ, სიგანე 24 კმ, მოცულობა 68,4 კმ³. წყალსაცავი იწყება ზეის ჰიდროელექტროსაგდურის კაშხალთან, იქ სადაც გაშენებულია ქალაქი ზეა. გაივლის რა 40 კმ-ს ვიწრო ხეობას, შემდეგ გადადის ფართო წყალსატევში. წყალსაცავი ჩამონადენის მრავალწლიური მარეგულირებელია. დონის რყევა შეადგენს 26 მ-ს. ზეის წყალსაცავი შექმნილია ენერგეტიკული მიზნებისათვის და ასევე წყალდიდობასთან ბრძოლისათვის. ფართოდ წარმოებს აგრეთვე თევზჭერა (სიგი, წერი, ამურის ლოქო, ზუთხი). ნაპირებზე მდებარეობს ზეის ნაკრძალი, რომელიც 1963 წელს შეიქმნა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ზეის წყალსაცავი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)