შინაარსზე გადასვლა

სმოლვუდის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
00:15, 17 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:ინფოდაფა წყალსაცავი სმოლვუდის წყალსაცავი (ინგლ. Smallwood Reservoir) — წყალსაცავი მდინარე ჩერჩილზე. განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში, კანადაში.[1] აშენდა 1966–74 წლებში. ზედაპირის ფართობი 6527 კმ². მსოფლიოში ზედაპირის ფართობით რიგით მეორე წყალსაცავია. მდებარეობს ზღვის დონიდან 471 მ სიმაღლეზე.[2] წყალსაცავი შეიქმნა XX საუკუნის 60–70-იან წლებში როდესაც დაიწყო მდინარე ჩერჩილზე კაშხლების აგება. სხვა წყალსაცავებისგან განსხვავებით, წყალი აქ მოთავსებულია 88 ჯებირში, რომელთა საერთო სიგრძე 64 კმ-ს უდრის.[3] სმოლვუდის აშენებამდე წყალსაცავის ადგილას მდებარეობდა მრავალი ჭაობი და ურთიერთდაკავშირებული ტბა; ამათგან ორი მოზრდილი ტბა მიშიკამო და ლობსტიკი გახდა ამ უზარმაზარი წყალსაცავის ნაწილი და საბოლოოდ შეიქმნა 32,64 კმ³ მოცულობის წყალსატევი. სახელი ეწოდა ჯოზეფ რობერტ სმოლვუდის პატივსაცემად.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted