შინაარსზე გადასვლა

ბრიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:58, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, imported>AnitaGeography (წინადადების გასწორება)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Diagrama de formacion de la brisa-breeze.png
A: ზღვის ბრიზი, B: ხმელეთის ბრიზი

ბრიზი (ფრანგ. brise — ნიავი) — დღეღამური პერიოდულობის ქარი, წარმოიქმნება ზღვის, დიდი ტბისა და წყალსაცავის სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა-გაცივების შედეგად.

ბრიზი დღე-ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის — დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით — გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ — ღამის ან ხმელეთის ბრიზი; დღის ბრიზი ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კმ-მდე სისქის ჰაერის ფენას. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ.

ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. ამასთანავე დიდ სიმაღლეებზე ფიქსირდება უკუდინება.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ბრიზი&oldid=103158“-დან