შინაარსზე გადასვლა

აბრეშუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:40, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
აბრეშუმა
ევროპული აბრეშუმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cuscuta
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

აბრეშუმა (ლათ. Cuscuta) — ერთწლოვანი სარეველა მცენარეების გვარი აბრეშუმასებრთა ოჯახისა. ფესვი და ნამდვილი ფოთოლი აბრეშუმას არ აქვს. პატრონმცენარეს ეკვრის ხვიარა ღეროზე განლაგებული მისაწოვრებით და იკვებება მის ხარჯზე. ყვავილი წვრილი, ვარდისფერი ან თეთრი აქვს. თესლი გაღივების უნარს ინარჩუნებს 3-10 წლამდე.

აბრეშუმა გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე. აღსანიშნავია საქართველოში ფართოდ გავრცელებული ევროპული აბრეშუმა (ლათ. Cuscuta europaea), ამერიკული აბრეშუმა (ლათ. Cuscuta arvensis), სამყურას აბრეშუმა (ლათ. Cuscuta epithymum), წიწაკის აბრეშუმა (ლათ. Cuscuta obtusiflora). მავნე და საკარანტინო მცენარეა. აზიანებს სამყურას, იონჯას, სელს, წიწაკას, თამბაქოს, კარტოფილს, ჭარხალს, ცერცველას, ხახვს და სხვა. გვხვდება სარეველა მცენარეებზეც. აბრეშუმას ზოგიერთი სახეობა შხამიანია და საკვებში მოხვედრისას შეიძლება მოწამლოს ცხოველი.

ბრძოლის ღონისძიებანი: სათესლე მასალის გაწმენდა, დასარევლიანებული ნაკვეთების მოთიბვა აბრეშუმას თესლის შემოსვლამდე და ნათიბის დაწვა, გადაბარვა, გადახვნა, ჰერბიციდებით შეწამვლა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=აბრეშუმა&oldid=10345“-დან