შინაარსზე გადასვლა

ეია-ფიორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:33, 21 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ეია-ფიორდის ხედი. მარჯვნივ — ქალაქი აკურეირი

ეია-ფიორდი (ისლ. Eyjafjörður — კუნძულოვანი ფიორდი) — ფიორდი ისლანდიაში.

ეია-ფიორდი მდებარეობს ისლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნახევარკუნძულ ტრიოლლასკაგის აღმოსავლეთით და იჭრება გრენლანდიის ზღვაში. ფიორდის სიგრძე არის 60 კმ, სიგანე აღწევს 24 კმ-ს.

ეია-ფირდის სამხრეთის ბოლოში მდებარეობს ქალაქი აკურეირი, დასავლეთ სანაპიროზე — ქალაქები დალვიკი და ოულაფსფიორდური. ფიორდის შუაში მდებარეობს კუნძული ჰრისეი.

რესურსები ინტერნეტში