რაფიელ აგლაძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი რაფიელ ილიას ძე აგლაძე (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1989, იქვე) — ქართველი ელექტროქიმიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.
ბიოგრაფია
დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია აგლაძის ოჯახში. სკოლა დაამთავრა თბილისში ხოლო 1935 წელს კი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1938 წელს მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1944-1985). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1945-1951), გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1956-1960). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი (1949-1951).აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა წარმოებაში ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1943). რუსთავის ქიმიურ ქარხანაში მან დანერგა კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდი (სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, 1962). პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულის ლენინის ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ლანდია ნ., გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, «მეცნიერება და ტექნიკა», 1971, №11
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 58.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 32, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
Script error: No such module "Authority control".
- Pages with script errors
- დაბადებული 29 დეკემბერი
- დაბადებული 1911
- გარდაცვლილი 17 აპრილი
- გარდაცვლილი 1989
- აგლაძეები
- ქართველი გამომგონებლები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- თბილისში დაბადებულები
- ლენინის ორდენის კავალრები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები