თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დეტალები | |
დამტკიცდა | დამტკიცებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №63 დადგენილებით, 15 სექტემბერი, 2010 წ. |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს ჯვარი, ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო, ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა, სამი შემცირებული სარტყელი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | თიანეთი |
თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი — თიანეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად.
- I ნაწილი — მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ბოლოში ფართოვდება, ხოლო მკლავებს შორის მოთავსებულია ცხრასხივიანი მზის ოთხი სიმბოლო.
- II ნაწილი — მწვანე ველზე ოქროს ჯაჭვზე ჩამოკიდებული ოქროს მუხა; ჯაჭვის ზედა ნაწილი ეხება ფარის ზედა კიდეს. გერბის ფარის მეწამულ და მწვანე ველის ქვედა ნაწილს გადაკვეთს ვერცხლის სამი შემცირებული სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „თიანეთი“.
რესურსები ინტერნეტში
|