შინაარსზე გადასვლა

ლეკსიკონ ვოკაბულამ ნოვიმ პო ალფავიტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:23, 28 დეკემბერი 2022-ის ვერსია, 79.126.49.69 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Лексикон вокабулам новым по алфавитуპეტრე პირველის დროინდელი რუსეთის ლექსიკონი. იგი სიტყვათა შეგნებული, ცნობიერი სესხების ნიმუშია, რომელიც როგორც ეტყობა, პეტრე პირველის განკარგულებითაა შექმნილი. იგი წარმოადგენს სია-ლექსიკონს იმ უცხოური ტერმინებისა (სულ 503 სიტყვა), რომლებიც უნდა გადმონერგილიყო რუსულ ენაში სახელმწიფოებრივი და კულტურული აღორძინების ფორმათა შესაბამისად. ყოველ სიტყვას ახლავს რუსული განმარტება. სია შეიცავს სათანადო ტერმინოლოგიას სხვადასხვა დარგიდან: სამხედრო ხელოვნება (армея, авангардиа...), საზღვაო დარგი (флот, адмирал...), ადმინისტრაციული (губернатор, декрет...), სამეცნიერო (глобус, диспут, историа..), სასაუბრო (интерес, люстра, пардон...). უმრავლესობა ამ სიიდან საბოლოოდ დამკვიდრდა რუსულში. ხელნაწერს ატყვია თვით იმპერატორის შესწორებები.

ლიტერატურა