ხტუნიასებრნი (თევზები)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ხტუნიასებრნი (ლათ. Periophthalmidae) — თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 27 სმ აღწევს (ჩვეულებრივ უფრო პატარაა.), დაფარულია ქერცლით. აქვთ გადმოკარკლული, მოძრავი თვალები, დიდი თავი, ახასიათებთ დამატებითი სუნთქვა (კანით). ოჯახში 3 გვარის 10-12 სახეობაა. გავრცელებულნი არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სანაპირო ტროპიკულ წყლებში. ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი შლამის ხტუნია (Periophthalmus koelreuteri), რომელსაც საჭმელად იყენებენ. ხტუნიები ხმელეთზე ხტუნვითა და ხოხვით მოძრაობენ, წყალზე ხტუნავენ გასროლილი ბრტყელი ქვის მსგავსად. ცოცავენ ხეებზეც. ქვირითს დებენ შლამში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 511.