ლიხნის მიმართვა
ლიხნის მიმართვა (რუს. Лыхненское обращение) — 1989 წლის 18 მარტს მაშინდელი აფხაზეთის საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელობით „ლიხნის კრებაზე“ შედგენილი პეტიცია, რომლის მთავარი გზავნილი იყო, აღდგენილიყო აფხაზეთის სსრ სტატუსი, როგორსაც ის წარმოადგენდა 1921 წელს ვ. ლენინის ეპოქაში და დაებრუნებინათ მისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სუვერენიტეტი. მიმართვას თან სდევდა იდეა, რომ ქართველები მუდამ ჩაგრავდნენ აფხაზ ხალხს. მიმართვაში მრავალადაა ისტორიულ-ფაქტობრივი დამახინჯებები.
1921 წლის 4 მარტის აფხაზეთის გასაბჭოებიდან მოყოლებული ყოფილ სოხუმის ოლქში დე-ფაქტო მოქმედებდა დროებითი აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის ხელისუფლება (31 მარტს გამოცხადდა „სსრ აფხაზეთი“). 1921 წელი მთლიანად, საბჭოთა აფხაზეთისთვის ეს იყო, როგორც არალეგიტიმური დროებითი მთავრობის, ასევე საბჭოთა საქართველოსგან დამოუკიდებლობის პერიოდი (21 მაისს დროებითმა ხელისუფლებამ — საქართველოს რევკომმა აღირა აფხაზეთის დამოუკიდებლობა). „ლენინის ეპოქაში“ აფხაზეთის დაბრუნება თავისთავად გულისხმობდა, როგორც აფხაზეთის „სსრ“ სტატუსში აღდგენას, ასევე ყველა შემდგომ პერიოდებში დადებული ხელშეკრულებების ანულირებას და საქართველოსგან გამოყოფას (რაც ცალსახად ისედაც მოთხოვნილია მიმართვის ბოლოში, რომ აფხაზეთი, ქართული მხარის შევიწროებიდან გამომდინარე მოითხოვდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სუვერენიტეტს).
ისტორია
აფხაზი სეპარატისტებისთვის დიდი სტიმული გახდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ამბები, სადაც 1988 წლის თებერვალში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი სტატუსის თაობაზე. მისი შედეგების მიხედვით, როგორც ცნობილია, მთიანი ყარაბაღის საოლქო საბჭოს სესიამ მიიღო დადგენილება ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლისა და სომხეთის სსრ-თან შეერთების შესახებ (15 ივნისს სომხეთის სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა ყარაბაღის უმაღლესი ორგანოს შუამდგომლობა).
მსგავსი სცენარი გათამაშდა აფხაზეთშიც. ჯერ კიდევ 1987 წლის 17 ივნისს აფხაზთა შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთმა ჯგუფმა, მწერალ ალექსი გოგუას ინიციატივით, მომავალი XIX საკავშირო პარტიული კონფერენციის პრეზიდიუმს გაუგზავნა განცხადება, რომლითაც მოითხოვდნენ სსრ კავშირის ცენტრალური ხელისუფლებისადმი აფხაზეთის დაქვემდებარებას. აღნიშნული განცხადება „აფხაზური წერილის“ სახით გახდა ცნობილი, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო „ლიხნის მიმართვას“. 1988 წლის ნოემბრის ბოლოს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია „სახალხო ფორუმი — აიდგილარა“, რომლის მოთხოვნებიც სრულიად ემთხვეოდა აფხაზეთის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობის თვალსაზრისს.
სწორედ „აფზხაზეთის სახალხო ფორუმის“ აქტივისტებმა 1989 წლის 18 მარტს სოფელ ლიხნში ჩაატარეს აფხაზთა 30 ათასიანი თავყრილობა. მიტინგი სანქცირებული იყო და მას ესწრებოდა ავტონომიური რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობის აფხაზური ნაწილი. თავყრილობაზე მიღებულ იქნა „ლიხნის მიმართვის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი, რომელიც დაიგზავნა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ინსტანციებში, შემოქმედებით კავშირებში და ა. შ.
24 მარტს „ლიხნის მიმართვა“ დაიბეჭდა „სოვეტსკაია აბხაზიასა“ და აფხაზეთის სხვა რაიონულ გაზეთებში. აღნიშნულ მიმართვას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში.
25 მარტს თბილისში ვაკის პარკში გაიმართა 20 ათასიანი მიტინგი, რომლის მთავარი თემა სწორედ აფხაზეთის საკითხი იყო. მომიტინგეებმა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს მკაცრი ღონისძიებების გატარება აფხაზ სეპარატისტთა ქმედებების აღსაკვეთად.
25 მარტს ქალაქ გალში გაიმართა 12 ათას კაციანი საპროტესტო მიტინგი.
27 მარტს, საკავშირო არჩევნების მეორე დღეს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა ბიურომ სპეციალური სხდომა მიუძღვნა აფხაზეთში მომხდარი ამბების განხილვას. თუმცა უკვე ცნობილი იყო, რომ „ლიხნის მიმართვაზე“ ხელი მოაწერეს აფხაზმა ოფიციალურმა ხელმძღვანელებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიუროს წევრებმა მაინც ვერ გაბედეს მათ მიმართ ორგანიზაციული სასჯელის ზომების გატარება. აღინიშნა მხოლოდ, რომ უარყოფდნენ აფხაზეთის ასსრ-ის სტატუსის შეცვლის მოთხოვნებს, ხოლო პარტიული და საბჭოთა ორგანოების ხელმძღვანელთა საკითხს მომავალში განიხილავდნენ[1].
28 მარტს მიტინგი ასევე ჩატარდა გაგრაში, რომელიც გადაიზარდა ერთაშორის ნიადაგზე მომხდარ შეტაკებად.
31 მარტს საქართველოს სსრ-ის შს მინისტრმა შოთა გორგოძემ, საკავშირო შსს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ი. შატალინის თანხმობით შესძლო სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს თვითმფრინავებით სოხუმში გადაეყვანა თბილისის მილიციის ბატალიონი (200 კაცის შემადგენლობთ) და თბილისის სასწავლო პოლკი (400 კაციანი).
1 აპრილს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ინიციატივით საპროტესტო მიტინგი მოეწყო ლესელიძეში, რომლის დროსაც აფხაზი სეპარატისტები თავს დაესნენ ქართველი მგზავრებით დატვირთულ ორ სამგზავრო ავტობუსს (ერთ-ერთ მათგანში დაკრძალვიდან მომავალი მგზავრები იყვნენ). მათ ჩაამსხვრიეს ავტომანქანის მინები, როს შედეგადაც დაშავდა 10 ადამიანი. მომხდარი ექსცესის გამო პროტესტის ნიშნად სოხუმის ქართველი სტუდენტობა 3 აპრილს ლექციებზე არ გამოცხადდა.
6 აპრილს დილით ჯ. პატიაშვილი გაემგზავრა სოხუმში. ჩაატარა ბიუროს სხდომა, რომელზეც დაისვა ბ. ადლეიბას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მის მაგივრად რეკომენდაცია ვ. ხიშბას გაეწია. ადლეიბას გარდა მისი ბედი გაიზიარა რამდენიმე პარტიულმა და პასუხისმგებელმა მუშაკმაც.
ლიხნის მიმართვას მოჰყვა 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია, რომელიც 4 აპრილს თბილისში დაიწყო აფხაზეთის საკითხის განხილვით და მალევე გადაიზარდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში.
მიმართვის ტექსტი
ლიხნის მიმართვის მთავარი დედააზრი, რომელსაც სდევდა ხელმოწერები, შესდგებოდა სამი პუნქტისაგან:
- დამტკიცდეს კპ ცკ გენერალურ მდივანის, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. გორბაჩოვისა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ი. რიჟკოვის სახელზე გასაგზავნი წერილი;
- ეთხოვოს სსრკ-ის კპ ცკ უმაღლეს საბჭოსა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს, რათა აღდგენილ იქნეს სსრ აფხაზეთის სტატუსი იმ ფორმაში, როგორსაც ის წარმოადგენდა ვ. ლენინის ეპოქაში 1921 წელს;
- გადაიხედოს ყველა ის გარდაქმნა, რომელიც წარმოადგენდა სსრკ-ის ერთა თანასწორობის ლენინური პრინციპეპიდან უხეშ გადახვევას.
ვიკიციტატა | „Как уже сообщалось, 18 марта 1989 года в селе Лихны Гудаутского района по инициативе руководства Народного фронта Абхазии «Айдгылара» в присутствии членов бюро Абхазского обкома партии, работников Президиума Верховного Совета и Совета Министров Абхазской АССР, представителей парииных, общественных деятелей состоялось многотысячное собрание представителей широких слоев населения Абхазии, посвящонное выработке предложении к предстоящему Пленуму ЦК КПСС по проблемам совершенствования межнациональных отношении в СССР.
На собрании был зачитан проект Обращения в адрес ЦК КПСС, Верховного Совета СССР, Совета Министров СССР, ряда научных центров. После состоявщегося обсуждения было прнято Обращецие, которое подписано участниками собраний. Принято также, постановление собрания. П О С Т А Н О В Л Е Н И Е В соответствии с решениями XXVII съезда КПСС, XIX Всесоюзной партийной конференции, требованиями ЦК КПСС, а также рекомендациями Центрального Комитета партии по организации широкого обосуждения предложений к предстоящему Пленуму ЦК КПСС по межнациональным отношениям в Абхазской АССР в историческом селе Лыхны состоялось собрание с участием более 30 тысяч человек. На собрании принято Обращение в адрес Генерального секретаря ЦК КПСС, Председателя Президиума Верховного Совета СССР тов. М. С. Горбачева, Председателя Совета Министров СССР тов. Н. И. Рыжкова, руководителей ряда научных центров.
О Б Р А Щ Е Н И Е Генеральному секретарю ЦК КПСС, Председателю Президиума Верховного Совета СССР тов. М. С. ГОРБАЧЕВУ В то время, как по всей стране вопросы национальной политики обсуждаются в партииных комитетах, на собраниях комунистов, в трудовых коллективах, средствами массовой информации, в кругах научной и творческой интелигенции, в различных самодеятельных обеденениях, в Абхазии этот вопрос фактический замалчивается. |
(——————————————————————————————
1. Гражданская война и военная интервенция в СССР. Энциклопедия. М., 1983, с. 17; Дзидзария Г. А. Советская власть в Абхазии в 1918 году. Сухуми, 1972 г. 2. ЦГАОР СССР, ф. 180, оп. 5, д. 740, л. 7. Сагария Б. Е. Национально-государственное строительство в Абхазии (1921-1931 гг.). — Сухуми, 1970, ст. 25-26. 3. Эшба Е. А. Торжественное заседание абхазского студентчества в Москве, посвященной 5 летней годовщине Советской Абхазии. 4 марта 1926 г. Речь. Стенограмма. — личный архив Е. А. Эшба; там же. Некоторые замечания по прочтении стенографического отчета IV съезда Компартии Грузии (1925 г.). 4. Сагария Б. Е. Там же, с. 27, 29. 5. Эшба Е. А. Там же. 6. ЦПА ИМЛ при ЦК КПСС, ф. 64, оп. 2, д. 105, лл. 56-57; Сагария Б. Е. Образование и укрепление Советской национальной государственности в Абхазии, Сухуми, 1981, с. 47. 7. ЦПА ИМЛ при ЦК КПСС, ф. 3, оп. 1, д. 2139, л. 1. 8. Сагария Б. Е. Там же. с. 35. 9. Эшба Е. А. Торжественное заседание... 10. Сагария Б. Е. Там же. с. 87-89. 11. Дзидзария Г. А. Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия. Сухуми, 1975, с. 432-434, 439-440; Анчабадзе З. В. Очерк этнической истории абхазского народа. Сухуми, 1976, с. 87-90; Чанба Р. К. Земледелие и земельные отношения в дореволюционной Абхазии. Тбилиси, 1977, с. 118-126; Лежава Г. П. Из истории рабочего класса Абхазии (1921-1941 гг.). Тбилиси, 1978, с. 44, 108. 12. Трудовая Абхазия, 1926, 15 июня. 13. На воспоминании бывшего председателя Совета Министров Абхазской АССР М. К. Делба. 14. Анчабадзе З. В. Там же, с. 142, 144; Сагария Б. Е. Воспитание историей. — «Советская Абхазия»: 1988, 23 июня; Более подробно об этом см.: «Бзыбь», 1988. 21, 23, 25, 28 июня. 15. Кварчия В. Е. О языке земли родной. — «Советская Абхазия», 1989, 14 января. Он же, Ойконимы Абхазиив письменных источниках, Сухуми, 1985 г. 16. Личный архив Г. А. Дзидзария. 17. Лежава Г. И. Изменение классово-национальной структуры населения Абхазии (XIX-XX вв.). Сухуми, 1989, с. 120 (в печати). 18. «Советская Абхазия», 1978, 23 Мая. 19. Силагадзе А. Газета «Литературули Сакартвело», 1988, 11 ноября. 20. Кванчилашвили Т. «Что будет дальше?», «Литературули Сакартвело» — 1988, 30 сентября (автор выводит формулу «Грузия для грузин»: Панджикидзе Г. «Литературули Сакартвело», 1988, 21 октября. 21. Вопросы истории народов Кавказа, Тбилиси, «Мецниереба», 1988, с. 136-146; 225-235 и др. (см об этом газ. «Советская Абхазия», 1989, 7 января): Очерки истории Грузии (Грузия в IV-X веках), т. П. Тбилиси, 1988 г. и др. 22. Конституция СССР. Политико-правовые комментарии, М., 1982. 23. Эшба Е. А. Там же.) |
„ლიხნის მიმართვას“ ხელს აწერდნენ:
- ბ. ადლეიბა – საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი.
- ვ. კობახია – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი.
- კ. ოზგანი – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გუდაუთის რაიკომის პარტიის პირველი მდივანი.
- ვ. ცუგბა – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი.
- ს. ტარკილი – აფხაზკომის მდივანი, ბიუროს წევრი.
- ნ. საკანია – სოფელ დურიფშის მეჩაიე, აფხაზკომის ბიუროს წევრი, სოციალისტური შრომის გმირი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ბ. შინკუბა – აფხაზეთის სახალხო პოეტი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სოციალისტური შრომის გმირი.
- ხ. აიბა – სოფელ ლიხნის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სოციალისტური შრომის გმირი.
- ი. კვიცინია – აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ვ. აშხაცაევა – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ის სახგეგმის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- შ. შაკაია – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ვ. ფილია – გაგრის ქალაქკომპარტიის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- დ. ფილია – ტყვარჩელის ქალაქკომპარტიის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- შ. ლაკობა – აფხაზეთის ასსრ-ის იუსტიციის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ა. ხოკერბა – აფხაზეთის ასსრ-ის სკმ-ის მინისტრი.
- პ. ბარციცი – აფხაზეთის ასსრ-ის ბუნებისა და სატყეო მეურნეობის დაცვის სახკომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- შ. ფილია – აფხაზეთის ასსრ-ის ტელე და რადიომაუწყებლობის სახკომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სსრკ-ს მწერალთა კავშირის წევრი.
- ნ. აშუბა – აფხაზეთის ასსრ-ის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- შ. ფაჩალია – ს. ჭანბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, სსრკ-ს სახალხო არტისტი.
- ა. გოგუა – ჟურნალ „ამცაბზის“ მთავარი რედაქტორი, სსრკ-ს სპ წევრი, აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის სახპრემიისა და საქართველოს სსრ-ს სახპრემიის ლაურეატი, აფხაზეთის სახალხო ფრონტის მმართველობის თავმჯდომარე, სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა კანდიდატი.
- ა. გვარამია – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა კანდიდატი.
- მ. არგუნი – აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ე. არშბა – „აფხაზმშენის“ ტრესტის მმართველი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ი. ცვიჟბა – სოფელ ჭლოუს კოლმეურნეობის ბრიგადირი, ოქტომბრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენთა კავალერი, სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
- რ. ბარციცი – дგაგრის ტურბაზის დირექტორი, საბჭოთა კავშირის გმირი.
- ვ. ავიძბა – აფხაზკომის იდეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ლ. ბგანბა – აფხაზეთის ასსრ-ს ვაჭრობის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- თ. კოღონია – აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო განათლების მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ვ. მიკანბა – აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ნ. უსოვი – ომის ვეტერანი, საბჭოთა კავშირის გმირი.
- რ. ჩალმაზი – აფხკავშირის სამმართველოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ს. ბაგაფში – ოჩამჩირის რაიკომპარტიის პირველი მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- კ. დუმავა – აფხაზობკომის საქმეთა ხელმძღვანელი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- შ. აჯინჯალი – აფხაზეთის ასსრ-ის ბეჭდვითი გოსკომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის სახპრემიის ლაურეატი, სსრკ-ს სპ წევრი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ა. მიქვაბია – სოხუმის ქალაქის კომპარტიის მეორე მდივანი.
- რ. ხიკუბა – აფხაზეთის ასსრ-ის სკმ-ის მინისტრის პირველი მოადგილე.
- ი. ტარბა – აფხაზეთის საბპროფის მდივანი, აფხაზეთის ასსრ-ის დ. გულიას სახელობის და საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სსრკ-ს სპ წევრი.
- ზ. ავიძბა – აფხაზური საზოგადოების ორგანიზაცია „ცოდნის“ მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე, დოცენტი, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- დ. გუბაზი – სოხუმის ქალასაბჭოს სახალხო დეპუტატთა თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- ი. ლაკობა – სახალხო დეპუტატთა გუდაუთის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე.
აღნიშნულს ასევე თან სდევს 30 ათასზე მეტი სხვადასხვა ნაციონალობის (აფხაზები, ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები და სხვა) ადამიანის ხელმოწერა.
ლიტერატურა
- რომან მიმინოშვილი, გურამ ფანჯიკიძე; სიმართლე აფხაზეთზე. თბ., მერანი, გვ. 10. წ. 1990.
- ყორანაშვილი გ., „9 აპრილი, მითი და სინამდვილე“, თბილისი, 2001
რესურსები ინტერნეტში
- ЛЫХНЕНСКОЕ ОБРАЩЕНИЕ АБХАЗСКОГО НАРОДА В АДРЕС РУКОВОДСТВА СССР ОТ 18 МАРТА 1989 ГОДА[მკვდარი ბმული]
- Лыхны 1989 года. З6 тысяч за свободу Абхазии
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted