ჭანეთის ქედი
ჭანეთის ქედი | |
---|---|
მთის ტბა ჭანეთის ქედის კალთაზე მთის ტბა ჭანეთის ქედის კალთაზე | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: თურქეთი საქართველოს დროშა საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | რიზეს პროვინცია ერზურუმის პროვინცია ართვინის პროვინცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ქაჩქარი |
სიმაღლე | 3937 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ჭანეთის ქედი, ლაზეთის ქედი (თურქ. Kaçkar Dağları) — ნაოჭა ქედი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის რიზეს, ერზურუმის, ართვინის პროვინციებში და ნაწილობრივ საქართველოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მოქცეულია ლაზისტანის ბუნებრივ მხარეში. წარმოადგენს აღმოსავლეთ პონტოს მთების უკიდურეს აღმოსავლურ დაბოლოებასა და მის უმაღლეს ნაწილს. ვრცელდება შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემოდის ჭანეთის ქედის მხოლოდ უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ბოლო, რომელზეც აღმართულია მთა ბოლოკო (1531 მ).[1]
ჭანეთის ქედის უმაღლესი წერტილია მთა ქაჩქარი (3937 მ). დამახასიათებელია ალპური ტიპის რელიეფი, მყინვარული მთებითა და ციცაბო კლდოვანი მწვერვალებით. გვხვდება მრავალრიცხოვანი მთის ტბები. ქედზე არის პლეისტოცენური გამყინვარების კვლები და პატარა თანადროული მყინვარები. კალთები ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. ტერიტორია უხვნალექიანია. ნალექების წლიური რაოდენობაა 3000 მმ.[2]
ქედის ჩრდილო-დასავლეთი კალთა შემოსილია კოლხური ტიპის უხვი ფოთლოვანი და წიწვიანი ტყითა და ალპური მცენარეულობით. ქვედა კალთებზე წითელმიწა ნიადაგია. სამხრეთ-აღმოსალვეთი კალთა უფრო მშრალია და მწირი.[1] 1994 წელს ჭანეთის ქედის ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა. განვითარებულია ტურიზმი, რომელთა შორის პოპულარულია საფეხმავლო ტურიზმი, კემპინგი, ალპინიზმი და ჰელისკი.[3]
ჭანეთის ქედი ცნობილია აგრეთვე ლაზისტანის ქედისა და ქაჩქარის მთების სახელწოდებით.
რესურსები ინტერნეტში
- kackarder.org Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- kackar.net Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 382.
- ↑ Лазистанский хребет // Малоазиатское нагорье. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-08. ციტირების თარიღი: 2018-12-08.
- ↑ Hadik, Jancsi (1 November 2005). "First Tracks". Skiing. Winter Park, Florida: Bonnier Corporation.
58 (3): 28. ISSN 0037-6264. Retrieved 11 October 2009.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted