სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი
სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი
Parque Nacional Sierra Cristal | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ოლგინის პროვინცია |
ქვეყანა | დროშა: კუბა კუბა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფართობი | 185,37 კმ² |
დაარსდა | 1930 |
სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Sierra Cristal) — ქედი და ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოლგინის პროვინციაში. ეროვნული პარკი ვრცელდება სიერა-კრისტალის ქედზე, რომელიც კუბის ქედებს შორის სიმაღლით (სიერა-მაესტრას შემდეგ) მეორე ადგილზეა. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა დაახლ. 1300 მ (მთა კრისტალი). ტერიტორიის განსაკუთრებულობის გამო იგი 1930 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[1] წარმოადგენს კუბის უძველეს ეროვნულ პარკს. ფართობი 185,37 კმ².[2] მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ჭარბობს ფიჭვის ტყეები. ამ მხარეებში კარიბული ფიჭვი (Pinus caribaea) სიმაღლეში 30 მ-ს აღწევს.
1988 წელს შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.[3]
სქოლიო
- ↑ National Protected Areas System of Cuba. Antecedentes del Sistema Nacional de Areas Protegidas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-20. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
- ↑ National Protected Areas System of Cuba. Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
- ↑ Radio Habana. Sierra Cristal: el primer parque nacional cubano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-04. ციტირების თარიღი: 2007-10-10. (ესპანური)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted