შინაარსზე გადასვლა

ბატაბანოს ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:05, 16 მარტი 2013-ის ვერსია, imported>Addbot (Bot: 8 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q1536305)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ბატაბანოს ყურე (სატელიტური ფოტო).

ბატაბანოს ყურე (ესპ. Golfo de Batabanó) — კარიბის ზღვის ყურე და სრუტე კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ. კუნძულ კუბას ყოფს კუნძულ ხუვენტუდისაგან. მისი ჩრდილოეთი საზღვარია კუბის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო (პინარ-დელ-რიოს, ჰავანისა და მატანსასის პროვინციები), რომელიც საპატას ნახევარკუნძულით მთავრდება. აღნიშნული მონაკვეთი 130 კმ სიგრძისაა. სამხრეთი საზღვარი გრძელდება კუნძულ ხუვენტუდამდე. ბატაბანოს ყურის სიღრმე უდრის 61 მ-ს. მრავლადაა კუნძულები. ყურეში მდებარე ლოს-კანარეოსის არქიპელაგი შეიცავს 350 პატარა კუნძულს. ჩრდილოეთით მდებარეობს პატარა უბე ბროა. აღმოსავლეთით არის მარჯნის რიფები.

ბატაბანოს ყურე წარმოადგენს კუბაში თევზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჭერ ცენტრს. სანაპიროებზე გაშენებულია ქალაქები, რომელთაგან აღსანიშნავია: სურხიდერო-დე-ბატაბანო, ლა-კოლომა და კორტესი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში